სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბრუნდება - გაიგეთ ყველაფერი ახალი სეზონის მონაწილეებსა და ჟიურის წევრებზე

სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბრუნდება - გაიგეთ ყველაფერი ახალი სეზონის მონაწილეებსა და ჟიურის წევრებზე

დღეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონი იწყება. წლევანდელი პროექტი საერთაშორისოა და მასში უამრავი უცხოელი ვარსკვლავი მონაწილეობს. საზოგადოება გადაცემის პრომოს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს, თუმცა პროექტში მონაწილეების შესახებ ცნობილი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეების სია ასე გამოიყურება: მომღერალი ნოდარ რევია და უკრაინელი მოცეკვავე ანია პალამარჩუკი, მომღერალი მარკუს მეტრეველი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია, ბრაზილიელი მოდელი ანი ბაროში და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია, უკრაინელი მსახიობი ვიქტორია ვარლეი და მოცეკვავე ცოტნე ბლიაძე, მოდელი, ტელეწამყვანი, მოყვარული ფიტნეს-ინსტრუქტორი ალექსანდრა პაიჭაძე და უკრაინელი მოცეკვავე მაქსიმ ლეონოვი, მომღერალი სოფო გელოვანი და უკრაინელი მოცეკვავე გენადი ცინკევიჩი, ყველასთვის ნაცნობი, იღბლიანი ტურისტი, პროფესიით ჟურნალისტი იესპერ ბლექი და მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე და მოცეკვავე იაკობ ყუფუნია, კინოპროდიუსერი, უკრაინული რეალითი შოუს «Холостяк"-ის მონაწილე ირაკლი მაქაცარია და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ევროპული ცეკვების ოსტატი ჯულიანა ბარგნარი, დამატებითი მეთორმეტე კონკურსანტი ოლიკო კობახიძე და მოცეკვავე დიმა ვარანკინი, დამატებითი მეთორმეტე კონკურსანტი სალომე კოკუაშვილი და მოცეკვავე დიმა ვარანკინი.

რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას, ამ დრომდე მხოლოდ სამი წევრის ვინაობა იყო ცნობილი. ესენი არიან:  ბრიტანეთის, ირლანდიის და ლიბანის "ცეკვავენ ვარსკვლავების" აღმასრულებელი პროდიუსერი და ჟიურის წევრი დარენ ბენეტი,  ბლექფულის საცეკვაო ფესტივალზე ისრაელის საპატიო წარმომადგენელი ლიზი მორი და ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი. დღეს ცნობილი გახდა, რომ პროექტის მონაწილეებს წინა სეზონის გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენოც შეაფასებს. უკრაინელი მსახიობი, რომელმაც ქართველი გოგონების გული სერიალ "დამიბრუნე სიყვარულის" წყალობით მოიგო, საქართველოში დღეს ჩამოდის. თვითმფრინავში გადაღებული ფოტო მსახიობმა "ინსტაგრამზე" ატვირთა.

"საქართველო, დამხვდი, დიდი ხანია თქვენთან არ ვყოფილვარ, მოვიწყინე", - წერს მსახიობი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება