15 წლის საოპერო მომღერალი გურიიდან, რომელმაც ხმის ამოღებისთანავე აატირა დარბაზი

15 წლის საოპერო მომღერალი გურიიდან, რომელმაც ხმის ამოღებისთანავე აატირა დარბაზი

15 წლის ლილიანა ლომინეიშვილი გურიაში იზრდება. ის სკოლის მოსწავლეა, პატარა ასაკის მიუხედავად, მისმა ვოკალურმა მონაცემებმა "X ფაქტორის" სცენაზე ფურორი მოახდინა - ჟიურის წევრები და მაყურებლები ლილიანას ხმის ამოღებისთანავე გააოცა გოგონას შესაძლებლობებმა. ჩოხატაურელმა გოგონამ შესარჩევ ტურში პუჩინის O mio babbino caro შეასრულა და ჟიურის 4 "კი"-თ პროექტშიც მოხვდა. ლილიანა გურიაში 2 ძმასთან ერთად ცხოვრობს - მისი მშობლები ემიგრანტები არიან და გოგონას სურს დედ-მამა მისი წარმატებით გაახაროს:

"ჩემი მშობლები რამდენიმე თვის წინ წავიდნენ საქართველოდან და ახლა ემიგრაციაში არიან. ორივე მუშაობდა საქართველოში, მაგრამ საკმარისი შემოსავალი არ გვქონდა, ამიტომ გადაწყვიტეს ისრაელში გამგზავრება. როცა ქვეყნიდან წავიდნენ, ბევრი ვიტირე, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე. ახლა ისინი ჩემს გვერდით არ არიან, ამიტომ განსაკუთრებულად ვცდილობ ყველაფერი კარგად გავაკეთო. ჩემი ძმები და დეიდა მეხმარებიან ყველაფერში.

- ძმები რას საქმიანობენ?

- ჩემი ძმები თბილისში ცხოვრობენ, მე გურიაში. ორივე ძმა მანებივრებს, მათი სურვილი იყო "იქს ფაქტორში" მეცადა ბედი და ამიტომაც მოვედი. დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში, მაგრამ ჟიურის ასეთ აღფრთოვანებსაც არ ველოდი. თვითნასწავლი პედაგოგი მყავს, სწორედ მასთან ერთად მოვამზადე ეს საოპერო სიმღერა.

- მხოლოდ საოპერო სიმღერებს მღერი?

- სხვა ჟანრშიც ვმღერი, მაგრამ საოპერო მუსიკა განსაკუთრებით მიყვარს. შევეცდები პროექტში კიდევ შევასრულო საოპერო არიები, ვნახოთ რამდენად მექნება ამის საშუალება. საოპერო მუსიკა ყველაზე ახლოს არის ჩემს ხასიათთან.

- ვის მიიჩნევ კონკურენტად?

- ბევრი ძლიერი კონკურსანტი მოვიდა წელს პროექტში, მათ შორის ბავშვები. შესაბამისად ბევრი კონკურენტი მყავს. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ საკუთარ ძალებშიც დარწმუნებული ვარ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება