"პირველი შეყვარებული ჩემი ყოფილი მეუღლე იყო" - რით ერთობა შინ ყოფნისას თავისუფალი და ლაღი "ლუნა"

"პირველი შეყვარებული ჩემი ყოფილი მეუღლე იყო" - რით ერთობა შინ ყოფნისას თავისუფალი და ლაღი "ლუნა"

"ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი - ლუნა მაზიაშვილი პოპულარობას არ კარგავს.

ამჟამად, "ბიზნესდივად" და "პოპლედიდ" რომ იქცეს, საკუთარ თავზე მუშაობს... დრო ვიხელთეთ და ლუნას როლის შემსრულებელს - ქეთი ხუციშვილს "პირველი ამბების" გახსენება ვთხოვეთ.

- პირველი სიმღერა...

- როგორც დედამ მითხრა, ერთი წლის ვიყავი, როცა უკვე ვმღეროდი. პირველი სიმღერა "ბაკურიანი" იყო. თურმე, დაახლოებით 2 წლის გახლდით, როცა ამ სიმღერას თავიდან ბოლომდე ვასრულებდი.

- დამოუკიდებლობის პირველი შეგრძნება...

- 17-18 წლის ასაკში, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ უკვე დამოუკიდებელი ვიყავი.

- პირველი იმედგაცრუება...

- ვერ დავკონკრეტდები. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში იმედი გამცრუებია, მაგრამ ცუდს კარგიც მოჰყოლია...

- პირველი კონფლიქტი მშობლებთან...

- სერიოზული კონფლიქტი არ მქონია. უბრალოდ, მამაჩემის შესახებ გეტყვით, რომ ზედმეტად მკაცრი გახლდათ. ჩემი არაფერი მოსწონდა, ყოველთვის საწინააღმდეგო აზრები, აგრესიული ტონი ჰქონდა. თავისებური, რთული ხასიათის კაცი იყო. მას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი.

- თავისუფლების პირველი შეგრძნება...

- საერთოდ, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა და მომწონს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად, ოჯახის წევრების აზრი არ მაინტერესებს. თავისუფლების შეგრძნება ყოველთვის მქონდა და არასდროს დამიკარგავს.

- პირველი სიგარეტი...

- სიგარეტს არასოდეს ვეწეოდი, არც გამისინჯავს. ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევ: ფიტნესით ვარ დაკავებული, აქტიურად ვვარჯიშობ და კვებასაც ვაკონტროლებ - შემწვარ-მოხრაკულს არ მივირთმევ.

- პირველი დიეტა...

- დიეტა არასოდეს დამიცავს. სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ წონა "გამექცა", ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე. 1 კილოგრამიც რომ მოვიმატო, ამაზეც გართულება მაქვს. ჩემი დიეტა ის არის, რომ საღამოს 6 საათის მერე არ ვვახშმობ. ნამცხვარი და ტკბილეული ისედაც არ მიყვარს. ბავშვობაშიც გამხდარი ვიყავი, მაგრამ მას მერე, რაც გავაცნობიერე, რომ გავიზარდე და გაპრანჭვაც დავიწყე, კვებას ვაკონტროლებ. საერთოდ, ჭამა არ მიყვარს და საყვარელი კერძიც კი არ მაქვს. ძალიან უპრეტენზიოდ ვიკვებები. შემწვარ-მოხრაკული და ცხიმიანი საჭმელი არც ბავშვობაში და მით უმეტეს, არც ახლა მიყვარს. ძირითადად, მოხარშულ პროდუქტს და წვნიანს მივირთმევ.

- თქვენ მიერ მომზადებული პირველი კერძი...

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება