"აღქმის" მსახიობების ცრურწმენები და საინტერესო ფაქტები სერიალზე

"აღქმის" მსახიობების ცრურწმენები და საინტერესო ფაქტები სერიალზე

"აღქმა" (Perception) მოგვითხრობს ნეიროფსიქოლოგის ისტორიას, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება და ამის პარალელურად FBI-ის უწევს კონსულტაციებს ისეთ საქმეებში, რომელთა გამოძიებაც მათი სირთულის გამო ვერ ხერხდება. შოუ ტელეკომპანია TNT-ს ეთერში 2012-2015 წლებში გადიოდა და სულ სამ სეზონს ითვლის.

სერიალის მთავარი გმირი ექიმი დენიელ პირსია, ნიჭიერი, მაგრამ ექსცენტრიკული ნეიროფსიქოლოგი, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ყველაზე რთული და ამოუხსნელი საქმეების გამოძიებაში კონსულტაციებისთვის იწვევს ხოლმე. პირსი მჭიდროდ თანამშრომლობს აგენტ კეიტ მორეტისთან, მის ყოფილ სტუდენტთან, რომელმაც ის ფედერალურ ბიუროზე მუშობაზე დაითანხმა. მათ გუნდში შედის მაქს ლევიცკი, პირსის ასისტენტი და ნატალი ვინსენტი, პირსის შიზოფრენიის შედეგად წარმოქმნილი ჰალუცინაცია, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარია.

  • რეიჩელ ლი კუკი (აგენტი კეიტ მორეტი) ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც მეორე სეზონის გადაღებები დასრულდა. ამიტომ მეორე სეზონის უმეტეს სცენებში ხელში ფაილები უჭირავს, რომ მუცელი დაფაროს.
  • დენიელ პირსს (ერიკ მაკკორმაკი) ხუმრობით "დოქტორ სტრეინჯს" ეძახიან, მარველის კომიქსის პერსონაჟის სახელს, რომლის შესახებაც ფილმი 2016 წელს გამოვიდა და მასში მტავარ როლს ბენედიქტ კამბერბაჩი თამაშობს
  • ერთ-ერთ სცენაში, როდესაც კეიტი და დენიელი ლიფტში საუბრობენ, ლიფტის პანელზე მეცამეტე სართულის ღილაკი არაა. ბევრ შენობაში 13 რიცხვის უიღბლობის ცრურწმენის გამო, ლიფტში ამოღებულია მეცამეტე ღილაკი.
  • რიჩარდ ედისონი, რომელიც კეიტ ტრევოის როლს თამაშობს, საკულტო ამერიკულ კომედიაში "ფერის ბიულერის დასვენების დღე"-ში მონაწილეობდა. სერიაში, სადაც ედისონის ანტაგონისტი ჩნდება, ფერის ბიულერის შესახებ ხუმრობები მრავლად გაისმის.
  • ჟურნალი, რომელსაც ხშირად კითხულობს ხოლმე ზო, არის "ფსიქოლოგია დღეს", რომელსაც აქტიურად ეცნობიან შოუს სცენარისტებიც.
  • ყველა სცენაში, სადაც კეიტი ბურგერს, ან რაიმე ხორციანს ჭამს, ხორცის ნაცვლად სოიოს პროდუქტს მიირთმევს, რადგან მსახიობი ვეგეტარიანელია.
#ჩაუჯექი "აღქმას" GDS-ზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 და 14:00 საათზე

მომზადებულია sharetv.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება