მაყურებელი ყველაზე დაძაბული მომენტის მოლოდინში - ვინ დარჩება "X ფაქტორში" და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას

მაყურებელი ყველაზე დაძაბული მომენტის მოლოდინში - ვინ დარჩება "X ფაქტორში" და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას

"X ფაქტორი" მუსიკალური პროექტია, რომელში მოხვედრაც მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ეს არის იმის გარანტია, რომ მეორე დღეს თქვენით ყველა დაინტერესებულია და მეტიც, სოციალურ ქსელში აქტიურად განგიხილავენ. მაშ შემდეგ რაც ახალი სეზონი დაანონსდა, საზოგადოების ყურადღება პროექტის მიმართ ერთიორად გაიზარდა, მაყურებელს პირველ რიგში აინტერესებდა, ვინ იქნებოდნენ ახალი მენტორები, პროექტის წამყვანები და რა თქმა უნდა მონაწილეები, რომელებიც ერთ დიდ შოუს ქმნიან - შოუს, რომელმაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში, უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგი აჩვენა.

ჟიურის უცვლელ წევრად დარჩა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომლისთვისაც ჟიურის სავარძელი უკვე უცხოს აღარ წარმოადგენს. თავისი კუთვნილი ადგილი ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ არც ამჯერად დათმო და ყველაზე კრიტიკული მენტორის სტატუსის შენარჩუნებას კვლავ განაგძობს. როგორც იტყოდნენ, უძღები შვილი მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი შოუს დაუბრუნდა და უფრო მეტიც თავი გიორგი გაბუნიას გვერდით ამოჰყო. შეგახსენებთ, ამ ორ ადამიანს შორის გამართული დებატები ყოველთვის დიდ სანახაობად იქცევა ხოლმე. ხოლო ამ ღირშესანიშნავი შემადგენლობის რიგებს, ქართული ესტრადის დივა, ლელა წურწუმია შეუერთდა. მისთვის მენტორის ამპლუაში მუშაობა პირველად არ უწევს, მას არაერთი ცნობილი სახე ჰყავს აღმოჩენილი. სწორედ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, რომ ქართული ესტრადის დივა, ძალიან ემოციური ადამიანია, განსაკუთრებით ახარებს სცენაზე მეგრელების გამოჩენა, რომლებიც მის იმედებს მუდმივად ამართლებენ. წინა შესარჩევ ტურზე ხვიჩა კვარაცხელიას გარეგნობამ და სიმღერამ წურწუმია იმდენად მოხიბლა, რომ კატაბალახას წვეთები დასჭირდა.

შესარჩევი ტურების მთავარი აღმოჩენები იყვნენ ქართველი კონჩიტა, სიმპატიური მერაბ ამზოევი, რომელმაც სოფო ნიჟარაძის გული დაიპყრო, ჩოხატაურელი ლილიანა ლომინეიშვილი, უმშვენიერესი გვანცა ოსიყმაშვილი, მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი, რომელიც სოფო ნიჟარაძემ საკუთარ ქორწილში დაპატიჟა, ეკუნა ყანჩაველი და სხვები.

ვინ გაუმართლა პროექტის შესარჩევ ტურებზე, მაყურებელს ჯერ სრულად არ უნახავს და მთავარი სიამოვნება საღამოს ელის, სადაც ჩვენს წინაშე, ყველასთვის კარგად ნაცნობი, სიმპატიური მომღერლები წარსგდებიან.

დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებით დაძაბული იქნება, სწორედ დღეს გაირკვევა ვინ გადალახავს სკამების ტურს და მოხვდება პროექტში.

როგორც პროექტის დაწყებისას, "იქს ფაქტორის" პროდუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ განაცხადა, წლევანდელი სეზონი დატვირთულია ნიჭიერი მონაწილეებით, მათ შორის საინტერესო მუსიკალური ბენდებით. კონკურსანტები სხვადასხვა კატეგორიებში გადანაწილდებიან და მათ მენტორობას ჟიურის წევრები გაუწევენ. ვინ დარჩება პროექტში და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას ამას დღეს საღამოს შეიტყობთ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება