"მეუღლეს სამი წლის წინ დავშორდი..." - "X ფაქტორის" სიმპათიური კონკურსანტის გული თავისუფალია

"მეუღლეს სამი წლის წინ დავშორდი..." - "X ფაქტორის" სიმპათიური კონკურსანტის გული თავისუფალია

33 წლის გუგა აფციაურის "X ფაქტორის" შესარჩევ კონკურსზე გამოჩენამ უამრავი მსმენელი აღაფრთოვანა, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. კონკურსანტის გარეგნობამ და სიმღერამ გულგრილი არც მენტორები დატოვა და არც დარბაზში მსხდომი ქალბატონები. რა გეგმები აქვს სამომავლოდ "X ფაქტორის" სიმპათიურ კონკურსანტს და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, AMBEBI.GE გუგა აფციაურს ესაუბრა:

- გუგა, მაყურებელი 2005 წლის "ჯეოსტარიდან" გიცნობთ, რატომ აღარ გააგრძელეთ სიმღერა?

- მივხვდი, რომ სხვა საქმე უნდა ამერჩია ცხოვრებაში, ამიტომ 22 წლის ასაკში გრაფიკული დიზაინი შევისწავლე, დავოჯახდი და სხვანაირად ვცხოვრობდი. "X ფაქტორში" შემთხვევით მოვხვდი, ჩემს მეგობარს ქრისტინე მარტიაშვილს გავყევი გადაღებაზე და მივიღე შემოთავაზება, რაზეც დავთანხმდი. ნამდვილად არ მეგონა ამდენი წლის მერე, ჩემი სიმღერით ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოვახდენდი ჟიურიზე.

- გააგრძელებთ ამის შემდეგ სიმღერას?

- სიამოვნებით. მინდა რომელიმე კარგ ლაუნჯში, თუნდაც კვირაში ერთხელ, ვიმღერო.

- როგორც ვიცი ცოლს დაშორებული ხართ, ვინ იყო თქვენი რჩეული და რატომ დაშორდით?

- ჩემი ყოფილი მეუღლის გვარს და სახელს არ დავასახელებ. ჩვენ ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, შვიდი წელი ოჯახი გვქონდა და სამი წლის წინ დავშორდით. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა და სწორედ ამიტომ დაინგრა ჩვენი ოჯახი.

- ქრისტინე მარტიაშვილთან მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებთ?

- ჩვენ წლებია ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა სხვა ურთიერთობაში არასდროს გადაიზრდება.

- ახლა შეყვარებული ხართ?

- სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ მაქვს, თავისუფალი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება