გატაცებული ბავშვის კვალზე - "აღქმის" მძაფრი და საინტერესო სერია GDS-ზე

გატაცებული ბავშვის კვალზე - "აღქმის" მძაფრი და საინტერესო სერია GDS-ზე

სერიალი "აღქმა" (Perception) მოგვითხრობს ნეიროფსიქოლოგის ისტორიას, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება და ამის პარალელურად FBI-ის უწევს კონსულტაციებს ისეთ საქმეებში, რომელთა გამოძიებაც მათი სირთულის გამო ვერ ხერხდება. შოუ ტელეკომპანია TNT-ს ეთერში 2012-2015 წლებში გადიოდა და სულ სამ სეზონს ითვლის.

დენიელ პირსი, ნიჭიერი, მაგრამ ექსცენტრიკული ნეიროფსიქოლოგი და აგენტი კეიტ მორეტი შოუს მესამე სეზონის მეექვსე სერიაში, საინტერესო საქმეს იძიებენ. პოლიციაში ახალშობილის გატაცების შესახებ ცნობა შედის, მორეტი გამტაცებლის კვალზე გადის და ძალიან უცნაურ აღმოჩენას გააკეთებს.

ძიების პროცესში პირსი და მორეტი აღმოაჩენენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი ბავშვი იყოს გატაცებული...

როდესაც ბავშვის გამტაცებელს იპოვნიან, აღმოაჩენენ, რომ მას მხოლოდ თოჯინა ყავს თან... აღმოჩნდება, რომ ქალმა, რომელმაც ბავშვი გაიტაცა, საკუთარი შვილი დაკარგა და ამ ტრავმასთან გასამკლავებლად ურჩიეს, საკუთარი შვილის "შემცვლელი" მოეძებნა.

"აღქმის" ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და საინტერესო სერიის ხილვა GDS-ზე შეგიძლიათ.

#ჩაუჯექი "აღქმას" GDS-ზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 და 14:00 საათზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება