"ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო..." - რა დაეხმარა ნინა სუბლატს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში

"ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო..." - რა დაეხმარა ნინა სუბლატს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში

მუსიკოსი ნინა სუბლატი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ გაიცნო, 2015 წელს კი "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით გამოსვლამ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მომღერალი სტუმრად იმყოფებოდა რადიო NRJ Georgia-ს ეთერში, რომელიც საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგურია და საქართველოში 14 მარტიდან მაუწყებლობს. თეა დარჩიას გადაცემაში ნინა სუბლატმა საკუთარი შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც გაირკვა, მუსიკოსს ახალი ალბომი ჯერჯერობით გამოშვებული არ აქვს:

- ჩემი მუსიკის შეძენა შეიძლება მხოლოდ ინტერნეტში, სინგლების სახით. ეს ნამუშევრები იყო ალბომისთვის, მაგრამ შემოქმდედბითი კრიზისი მქონდა, მუშაობა ვერ დავასრულე და მერე სიმღერები ცალ-ცალკე სინგლებად გამოვუშვი. დრო რომ გავიდა, უკვე ფორმატის შეცვლა მომინდა, მართალია, ჯერ ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ ეს შორეული გეგმები არ არის. მუშაობას მალე დავიწყებ.

ინტერვიუთი ისიც გავიგეთ, რომ ბოლო დროს ის ასტროლოგიას გაუტაცია:

"ასტროლოგიას ვსწავლობ. არადა, 5 თვის წინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მერწყული ვიყავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მერე ამ სფეროთი დავინტერესდი, მართლა საინტერესო დარგი აღმოჩნდა. ბევრი რამ სინამდვილეში მართლაც ისეა, როგორც იქ არის. როგორც ჩანს, ამის სწავლა მინდოდა და ეს სურვილი როდესაც ზედაპირზე ამოტივტივდა, მეტი გავიგე და გავიგე. გაირკვა, რომ ამისკენ შინაგანად ვისწრაფოდი. მინდა, ვთქვა, რომ ჩემი თავი ხელახლა აღმოვაჩინე და ვიპოვე. მოკლედ, ბევრ რამეში დამეხმარა. მაგრამ მთავარია, რომ ეს ყველაფრი უნდა გაინტერესებდეს. ზოგადად, ასტროლოგია იმაში გეხმარება, რომ გახდე ბევრად უკეთესი, ვიდრე ხარ, საკუთარი თავი ამაში გამოსცადო და შექმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ალბათ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ამბით გაოცებული ვიყავი და ვარ".

ხოლო თემაზე, თუ როდის და როგორ წერს ის მუსიკას, აი, რას ამბობს:

"ერთი პერიოდი განუწყვეტლად ვწერდი, რითაც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მერე გავჩერდი, სურვილი მქონდა, თუმცა ვეღარ ვწერდი, ნევროზული სიტუაცია დამეწყო, მაგრამ დამშვიდება შევძელი, დავფიქრი და მივხვდი, რომ საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს, ისეთი გახარებული ვიყავი, რომ არ ვიცოდი, რაზე დამეწერა. უძრაობის შედეგიც ეს იყო. როგორც ვატყობ, რაღაც რადიკალური უნდა მოხდეს, რომ ის ჩაილექოს ჩემში და მერე ახალი რაღაც გამოიწვიოს, რომ ყვლაფერი გადმოვცე... თურმე ასევე მნიშვნელობა აქვს გარემოს, სად ხარ, როგორ ხარ, ვისთან".

მოუსმინეთ ინტერვიუს სრულ ვერსიას

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება