რას ნიშნავს საავადმყოფოებში "შავი კოდი"?

რას ნიშნავს საავადმყოფოებში "შავი კოდი"?

ჰოსპიტალებში საგანგებო კოდები გამოიყენება იმისთვის, რომ პერსონალმა სწრაფად გადასცეს ერთმანეთს სასწრაფო ინფორმაცია და ამასთან, კლინიკაში მყოფ ვიზიტორებში პანიკა არ გამოიწვიოს.

ამერიკულ, კანადურ და ავსტრალიურ ჰოსპიტალებში ლურჯი კოდი ნიშნავს, რომ პაციენტს მოულოდნელად გული გაუჩერდა, წითელი კოდი კი კლინიკის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ნიშანია.

რას ნიშნავს შავი კოდი?

Code Black, ანუ შავი კოდი CBS-ის სამედიცინო დრამაა, რომელიც ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა. მოქმედება ლოს ანჯელესის ყველაზე გადატვირთულ სასწრაფოს განყოფილებაში ხდება. შავი კოდი სერიალის სათაურად სწორედ ამ მიზეზითაა შერჩეული - ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სასწრაფო ოთახში პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე მათი გადასარჩენი რესურსი...

სხვათა შორის, "შავი კოდი" იმ მრავალ ფერთაგანაა, რომელსაც საავადმყოფოებში იყენებენ და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დანიშნულება მას არ გააჩნია, უმეტეს შემთხვევაში სასიკვდილო საფრთხეს აღნიშნავს. ვნახოთ, რა მნიშვნელობა აქვს "შავ კოდს" მსოფლიოს სხვადასხვა საავადმყოფოებში.

ბომბის საფრთხე

აგრეთვე პოპულარურ სამედიცინო დრამაში "გრეის ანატომია", შავი კოდი არ აღნიშნავს პაციენტებით გადატენილ პალატას, ამის ნაცვლად ის აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც შენობაში ბომბია. რეალურ საავადმყოფოებშიც ბევრგან იყენებენ "შავ კოდს" ბომბის საფრთხის აღსანიშნავად.

პიროვნული მუქარა

ავსტრალიაში სააამყოფოები "შავ კოდს" მაშინ იყენებენ, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრება. "შავი კოდი ალფა" კი მაშინ გამოიყენება, როდესაც საფრთხის ქვეშ ახალშობილი, ან ბავშვია.

პირქუში ამინდი

არაერთი საავადმყოფო, მაგალითად ჩიკაგოში ბავშვების ჰოსპიტალი და პარკლენდის ჰოსპიტალი დალასში, "შავ კოდს" მაშინ იყენებს, როდესაც კლიმატი უარესდება და ტორნადოსთან ან ქარიშხალთან აქვთ საქმე.

10 მაისიდან ყოველ #ჩაუჯექი სერიალს "შავი კოდი" ყოველ სამუშო დღეს, 13:00 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება