ბათუმელი მერლინ მონრო "X ფაქტორიდან" - გვანცა ოსიყმაშვილი სიყვარულის გამო ოჯახს დაუპირისპირდა

ბათუმელი მერლინ მონრო "X ფაქტორიდან" - გვანცა ოსიყმაშვილი სიყვარულის გამო ოჯახს დაუპირისპირდა

22 წლის გვანცა ოსიყმაშვილი საზოგადოებამ "იქს ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო, ხალხი მას პროექტის ყველაზე ლამაზ მონაწილედ თვლის. ქერათმიანმა ლამაზმანმა "იქს ფაქტორის" კასტინგზე საოპერო არია შეასრულა და პროექტშიც მოხვდა. გვანცა ბათუმელია, თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა და ცდილობს, დედაქალაქში გზა დამოუკიდებლად გაიკვალოს.

- "იქს ფაქტორი" ერთადერთი პროექტია, სადაც მომღერალი ხედავს ხსნას. საქართველოში შოუ-ბიზნესი არ გვაქვს, შესაბამისად ასეთი პროექტები, პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგია. ხელოვნების ისტიტუტში, კლასიკური მუსიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თუმცა ყოველთვის ველოდი მომენტს როცა სახალხოდ ვიტყოდი ჩემს სათქმელს. "იქს ფაქტორი" ამის ძალიან კარგი საშუალებაა, ოჯახის წევრების, ახლობლების და იმ ხალხის თხოვნით, ვისაც ჯერ კიდევ ვუყვარვარ, გავრისკე და მოვედი პროექტში. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ათი წუთით ადრე გამოვედი სახლიდან და სიცხიანი მივედი კასტინგზე და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

- --ბათუმიდან რატომ წამოხვედი?

- მომბეზრდა ერთი და იგივე, დედისერთა ვარ, მშობლების ფრთების ქვეშ ვიზრდებოდი, მე კი თავისუფლება მინდოდა, ამიტომ წამოვედი ბათუმიდან და ბევრი ნათესავი დავკარგე ამის გამო. მეუბნებოდნენ, ეს საქართველოა, შენ ოჯახის იმედი ხარ და ისინი როგორ მიატოვეო. ყველა დამიპირისპირდა, მაგრამ მე სულ თავისუფლებისკენ მივილტვი და ამის მიუხედავად, მაინც დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება.

- ოჯახიც დაგიპირსპირდათ?

- ოჯახმა იცის როგორი მეამბოხე სულის ადამიანი ვარ, სულ ვეწინააღმდეგები მათ, ამიტომ ყველაფერში მხარს მიჭერენ და დღეს ამაყები არიან ჩემით. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული მშობლები მყავს, მათგან განსხვავებით, მე სხვანაირი ვარ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთი ნაბიჯის გამო დაკარგოს თუნდაც ოჯახის წევრი, ვერ ვიტან უსამართლობას. რასაც უამრავჯერ შევხვედრილვარ ცხოვრებაში. ჩემი სანათესაო ჩემი პირადი ცხოვრების გამო დავკარგე. ძალიან მიყვარდა ერთი ბიჭი და ისინი მეუბნებოდნენ, არ შეგეფერებაო, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, დიდი ამბები იყო, ამიტომ მთელი სანათესაო დავკარგე.

- ახლა ერთად ხართ შენ და ის ბიჭი?

- დამოკიდებულება, რომელიც მქონდა არ შეცვლილა, ვინც ცხვირი ჩაყო, მათ მიმართ შევიცვალე. ვართ თუ არა ერთად? არ მაქვს პასუხი ამაზე. სიყვარული არ ქრება, არსად არ მიდის. ის ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.

- ერთად ცხოვრობთ თბილისში?

- მასთან ერთად არ მიცხოვრია, ეს საქართველოა და როგორი გრძნობებიც არ უნდა მქონდეს, მაქვს ჩემი პრინციპები და ტრადიციულობა. თავისუფალი ვარ, მაგრამ ბოლომდე თავისუფალი არ ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება