კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:35 / 12-05-2017
"საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა" - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY
"X ფაქტორის" კონკურსანტმა მერაბ ამზოევმა და მისმა მეუღლემ საზოგადოებისა და პრესის ყურადღება გამოჩენის პირველი დღიდან მიიპყრეს.
წყვილის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი გავრცელდა, რომელსაც ამზოევის მეუღლე, სოფო ქავთარაძე Ambebi.ge-თან პასუხობს.

- სოფო, როდის დაიწყო თქვენი და მერაბის ურთიერთობა?
- მერაბი კოლეჯში გავიცანი. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ თავიდან თითქოს არ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მალე მოვიდა და მითხრა, რომ მოვწონდი. შემდეგ დედამ საბერძნეთში, კვიპროსში წამიყვანა, მერაბმა თავისი ფეხით გამაცილა აეროპორტში, ორივეს გვეგონა მალე დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ ორი წელი ვეღარ დავბრუნდი და დავშორდით. თავიდან ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, მაგრამ როცა გაიგო დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, გაბრაზდა და დამშორდა.
- როდის შერიგდით?
- კვიპროსში იქაურ ბიჭზე დავინიშნე, ნიშნობის ფოტოები ფეისბუქზე გამოვაქვეყნე, მერაბმა ეს რომ ნახა, ჩამოვიდა, შევრიგდით და დავქორწინდით.

იხილეთ წყვილის ვიდეოგალერეა

- საქმროს რა უთხარით?
- საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, მერაბი მიყვარს და უნდა დავშორდეთ-მეთქი. ის ძალიან მძიმედ შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მასზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- როგორც ვიცი მშობლები თქვენი დაოჯახების წინააღმდეგები იყვნენ...
- კი, არც ჩემს
მშობლებს უნდოდათ იეზიდი სიძე და არც მერაბის მშობლებს - ქართველი რძალი. როცა ნიშნობა ჩავშალე და საქართველოში მერაბთან ერთად წამოვედი, დედა ძალიან გამიბრაზდა, არ მელაპარაკებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ვიქორწინეთ და მშობლებიც შეგვირიგდნენ.

- სარწმუნოება შეიცვალეთ?
- არა, რას ამბობთ. მერაბიც ქრისტიანია და მეც, ეკლესიაშიც დავდივართ.

- როგორც ვიცი მოდელი ხართ და "მის საქართველოზეც" მიიღეთ მონაწილეობა, თუმცა არ გაგიმართლათ, რატომ?
- "მის საქართველოში" 2010 წელს მივიღე მონაწილეობა, თუმცა ეს კონკურსი ჩემთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ წელს ძალიან მიფუჩეჩებულად იყო ორგანიზებული სილამაზის კონკურსი.

- მერაბის სცენაზე გამოჩენამ, სოფო ნიჟარაძე აღაფრთოვანა, ხომ არ ეჭვიანობთ სოფოზე?
- სოფო ლამაზი ქალია და ვფიქრობ მერაბსაც მოეწონებოდა. მესიამოვნა ჩემი ქმარი რომ მოეწონა. თავი რომ დაარტყა მერაბმა რეპეტიციაზე, სოფომ წაიყვანა საავადმყოფოში. ყურადღებიანი გოგოა სოფო და მასზე ნამდვილად არ ვეჭვიანობ.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
14:27 / 11-06-2017
ვალერი
0
ძალიან უხდებიან ერთმანეთს.მერაბი განსაკუთრებულად მოგვწონდა მთელ ოჯახს.სამწუხაროა რომ პროექტი დატოვა
02:01 / 07-06-2017
ლიკა
0
ძნ კარგი წყვილი ხართ. მთელ საქართველოს მოწონხართ.
მსგავსი სიახლეები
ჟიურის გადაწყვეტილებას მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა
"სანახაობრივ ნომერს გპირდებით და მხარდამჭერებს მოვუწოდებ, აუცილებლად დამიმესიჯონ"
"ექიმებმა ჯერ აცრა გამიკეთეს, შემდეგ ერთი ნაკერი დამადეს თავზე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49