სკანდალი "სახის" კონცერტის წინ - რატომ თქვა უარი ოქიტაშვილმა ჯგუფის ვარსკვლავის გახსნაზე და რატომ არ გამოვა სცენაზე გოგა ხაჩიძე

სკანდალი "სახის" კონცერტის წინ - რატომ თქვა უარი ოქიტაშვილმა ჯგუფის ვარსკვლავის გახსნაზე და რატომ არ გამოვა სცენაზე გოგა ხაჩიძე

14 მაისს ფილარმონიაში ლეგენდარული ქართული ჯგუფის "სახეს" კონცერტი გაიმართება. "სახე" 20 წლის წინ შეიქმნა და 3 წელიწადში დაიშალა. თუმცა დათო ფორჩხიძის მიერ შექმნილი სიმღერები აქტუალურობას დღემდე არ კარგავს, არც მსმენელში და არ მუსიკოსებში, რომლებმაც ამ წლების მანძილზე "სახეს" სიმღერების უამრავი თავისებური ვერსია შემოგვთავაზეს.

ჯგუფის 20 წლის იუბილეზე ფილარმონიის წინ "სახეს" ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა გეგმა ვერ განხორციელდეს.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ამ კონცერტს უკავშირდება, გოგა ხაჩიძეა. სიმღერიდან მცხეთის გუბერნიაში, შემდეგ - "გირჩებში" და ბოლოს სახლში წასულმა ხაჩიძემ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა. რატომ თქვა უარი ხაჩიძემ კონცერტში მონაწილეობაზე და რა პრობლემა შეიქმნა ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, Ambebi.ge დათო ფორჩხიძეს ესაუბრა.

- 14 მაისს ჩვენს მსმენელს ძალიან მაგარ კონცერტს ვპირდებით. დაგეგმილი იყო ვარსკვლავის გახსნა, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი იდეა, რადგან ჩემი ვარსკვლავი ხალხის აღიარებაა. ამ ვარსკვლავთან დაკავშირებით ატყდა აჟიოტაჟი, თურმე უკანონო იქნება ამ ვარსკვლავს დათო ოქიტაშვილის გარეშე თუ გავხსნით. ვერ ვხვდები რა კანონიერებაზე საუბრობენ? მე მაქვს სიმღერები, რომელმაც წლებს გაუძლო და ხალხი მღერის.

- დათო ოქიტაშვილია თქვენი ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი?

- როცა დავიწყეთ კონცერტისთვის მზადება, მერე გაჩნდა ვარსკვლავის გახსნის იდეა. დათო ხუჯაძემ მითხრა დათო ოქიტაშვილთან მივიდეთო... თავიდან თანახმა იყო, მერე უკმაყოფილო მითიური აპოლონები გამოჩნდნენ და ვარსკვლავის გახსნაზე უარი გვითხრა. ფილარმონია კერძო საკუთრებაა და მათ გვითხრეს კომპოზიტორთა კავშირის საინიციატივო ჯგუფის მიერ, მიგვეტანა თანხმობის წერილი და ვარსკვლავი გაიხსნებოდა. მივიტანეთ ეს წერილი და ამის მერე დაიწყო განხილვა, თურმე ჩვენ პატენტი ვარსკვლავი გვექნება. ახლა ამბობენ, ორშაბათს საკრებულოში საბჭო შეიკრიბება და გადაწყდება გაიხსნება თუ არა ვარსკვლავი. ხმამაღლა ვამბობ, არ მჭირდება ეს ვარსკვლავი. "სახის" მუსიკა არის დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე მუსიკა, ხალხის გულიდან ვერცერთ სიმღერას ვერ წაშლი, ჩვენ შეგვიძლია 2500 კაცი ვამღეროთ და რაში მჭირდება ვარსკვლავი და ლითონის სიმბოლიკა? არ მჭირდება.

- აქამდე რატომ არ შეიკრიბა ჯგუფი "სახე"?

- ბოლო სამი წლის მანძილზე მე და დათომ რამდენიმე კორპორატიული კონცერტი ჩავატარეთ. უამრავი ხალხი ესწრებოდა, მაგრამ ეს არ გაგვიშუქებია.

- რატომ არ შემოგიერთდათ გოგა ხაჩიძე, ნაწყენი ხართ მასზე?

- გოგა ჩემი ახლო მეგობარია, ძმაკაცია, შვილის ნათლია, ეს მისი არჩევანია. ბოლო წუთამდე ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, მონაწილეობა მიეღო კონცერტზე, მაგრამ ვერ დავითანხმე. შესაძლოა რაღაც მომენტში ვეღარ დადგა სცენაზე. მე მესმის მისი. მთელი ახალგაზრდობა ჩემს სიმღერებს მღერის და მე რატომ არ მაქვს ამის უფლება. თუ მოუნდებოდა სიმღერა გამოვიდოდა.

- ვინ იმღერებს კონცერტზე სახის გარდა?

- "პოეთრი ენდ მოუშენი" ჩამოდის საქართველოში, მათთან ერთად ვიმღერებთ 20 წლის წინ შექმნილ სიმღერას "წვიმად გადავიქეცი"... კონცერტზე ასევე იმღერებენ: ქუჩის ბიჭები, თიკა ჯამბურია, სტეფანე და გუფი ლენდი. კარგი მოგონებებით აღსავსე კონცერტი იქნება. უბრალოდ დასანანია, ამას სკანდალები რომ მოჰყვა. ვისაც ეს სიმღერა უყვარს, ვარსკვლავის გახსნაზე უარის თქმით ეუბნებიან, რომ გოიმები არიან. მე ჩემი ანგარიში მაქვს გასწორებული ხალხთან, ისინი ტაშს მიკრავენ და ანგრევენ სტერეოტიპს, თითქოს ხალხს მხოლოდ სიცოცხლეში აფასებენ საქართველოში.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში