რეპერი გუფი ქეთა თოფურიასთან დაკავშირებულ ჭორზე გულახდილად ალაპარაკდა

რეპერი გუფი ქეთა თოფურიასთან დაკავშირებულ ჭორზე გულახდილად ალაპარაკდა

რუსი რეპერი გუფი ქეთა თოფურიასთან რომანზე გავრცელებულ ჭორზე პირველად ალაპარაკდა. რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში რეპერმა გულახდილად ისაუბრა თუ რა ხდება რეალურად მასსა და А’Студио-ს ქართველ სოლისტს შორის.

შეგახსენებთ, იანვარში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომელზეც თითქოს ქეთასა და გუფის, იგივე ალექსეი დოლმატოვის ტაილანდური ვოიაჟი იყო ასახული. ჭორის თანახმად, ქართველი მომღერალი მეუღლეს დაშორდა და მისი ახალი სიყვარული სწორედ რუსი რეპერი იყო.

"მე და ქეთი ვმეგობრობთ და ამ ხმების გავრცელების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერად დავმეგობრდით. მე არ ვიცი, ვინ არის იმ ფოტოებზე ასახული" - აღნიშნა რეპერმა ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეხმარებოდა თუ არა ქეთა თოფურია რეპერს 2016 წელს, როცა მუსიკოსი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა, მან უპასუხა: "მას არ უეჭვია ამაზე. ჩვენ კლიპის გადაღებების დროს გავიცანით ერთმანეთი და ხანდახან ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩაის დასალევად" - გაიხსენა გუფმა.

მისივე თქმით, როცა გაუჭირდა პრობლემის დაძლევა, თავად მიმართა ქეთას: "მე თვითონ მივედი მასთან დახმარების თხოვნით, ვუთხარი რაიმე მოეხერხებინა ჩემთვის. რამდენჯერმე მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც კი მიმიყვანა" - ისხენებს რეპერი გუფი.

მუსიკოსმა ისაუბრა მეუღლესთან დაშორებაზეც, რომელთანაც ერთი მცირეწლოვანი შვილი ყავს და აღნიშნა, რომ ეს კავშირი მისი მიზეზით დაირღვა:

"რაღაც პერიოდი აიზას ვღალატობდი... მისი ორსულობის პერიოდში, თუ ბავშვის დაბადების შემდეგ... ეს საშინელებაა... რაღაც პერიოდი აღარც კი ვმალავდი ამას, დღეობით ვიკარგებოდი სტრიპტიზ-კლუბებში."

რეპერის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულია შემოქმედებითი საქმიანობით, წერს ახალ სიმღერებს და ირწმუნება, რომ აკრძალულ ნივთიერებებს აღარ იღებს. ამასთან, მისივე თქმით ჰყავს საყვარელი გოგონა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობი სახეა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება