10 საუკეთესო სამედიცინო სერიალი

10 საუკეთესო სამედიცინო სერიალი

სამედიცინო სერიალები ყველა ქვეყნის მაყურებელს ერთნაირად იზიდავს. ვის არ უყვარს შოუები ექიმებზე, ჰოსპიტალებსა და უჩვეულო დაავადებების მქონე პაციენტებზე?

რომელია ყველა დროის საუკეთესო სამედიცინო დრამა? - გადაავლეთ თვალი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სერიალებს, რომელთაც ranker.com-ის ასიათასობით მომხმარებელმა მიანიჭა უპირატესობა:

1. House - Ranker-ის მომხმარებლებმა სამედიცინო სერიალების მოყვარულებისთვის პირველ ადგილზე დააყენეს ბევრისთვის ცნობილი და ძალიან პოპულარული სერიალი "ექიმი ჰაუსი", მთავარ როლში ჰიუ ლორით

2. Grey's Anatomy - სერიალი "გრეის ანატომია" ქართველი მაყურებლისთვისაც კარგადაა ცნობილი, მისი მე-13 სეზონი GDS-ის ეთერით ამჟამადაც გადის. დრამაში მთავარ როლებს ელენ პომპეო, ჯასტინ ჩამბერსი, ჩანდრა უილსონი და სხვები ასრულებენ

3. ER იგივე სასწრაფო, წლების მანძილზე მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სერიალი იყო, ოსკაროსანი ჯორჯ ქლუნი კი მისი ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ.

4. Private Practice - ეს სერიალი კარგადაა ცნობილი "გრეის ანატომიას" მაყურებლისთვის, რადგან ექიმმა ედისონ მონტგომერიმ, ანატომიიდან "პირად პრაქტიკაში" გადაინაცვლა, შესაბამისად მაყურებელი საყვარელ საყვარელ პერსონაჟებს გრეიდან აქაც შეხვდება

5. Night Shift

6. Scrubs - სერიალი თითქმის ათი წლის განმავლობაში გადიოდა NBC-ის და ABC-ის ეთერში. მიუხედავად დაძაბულობისა, სერიალის ყურებისას მაყურებელი საკმაოდ იხალისებს, კომედიური დიალოგების გამო

7. M*A*S*H

8. Code Black - Code Black, ანუ შავი კოდი CBS-ის სამედიცინო დრამაა, რომელიც ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა. მოქმედება ლოს ანჯელესის ყველაზე გადატვირთულ სასწრაფოს განყოფილებაში ხდება. შავი კოდი სერიალის სათაურად სწორედ ამ მიზეზითაა შერჩეული - ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სასწრაფო ოთახში პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე მათი გადასარჩენი რესურსი... #ჩაუჯექი სერიალს "შავი კოდი" ყოველ სამუშაო დღეს, 13:00 საათზე GDS-ზე.

9. Emily Owens, M.D

10. Saving Hope