კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
17:56 / 19-05-2017
"საქართველოში ეს პირველად მოხდა და ისიც მე დამემართა..." - რისგან იღებს სიამოვნებას ნუცა ბუზალაძე
მომღერალი ნუცა ბუზალაძე იმ იშვიათ კონკურსანტებს მიეკუთვნება, ვინც ტრავმის გამო "ცეკვავენ ვარსკვლავების" V სეზონს გამოეთიშა, თუმცა VII სეზონზე შოუში ისევ ჩაერთო. როგორც ამბობს, პარტნიორთან ერთად, მთელი დატვირთვით შრომობს, თავს არ ზოგავს და იაკობ ყუფუნიას ძალიან ემადლიერება, ბედნიერი ვარ და გამიმართლა, რომ ჩემი მეწვილეა. კონკურსის პარალელურად, შემოქმედებითი სიახლეებიც აქვს, ბენდთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, სიმღერებს წერს ალბომისთვის, მაგრამ დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

"სახლში გვიან და ისეთი დაღლილი ვბრუნდები, ვერ წარმოიდგენთ, - რეპეტიციიდან ჩაწერაზე მივდივარ, რომ ჩემს საქმეს არ ჩამოვრჩე", - ამბობს ნუცა.

- ამ სეზონზე რაღაც სხვანაირი განწყობა მაქვს, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. V სეზონზე ასე არ ვყოფილვარ. მაშინ პირველად ვმონაწილეობდი და ყველა ცეკვა ჩემთვის პირველი იყო. ძალიან ვნერვიულობდი. ნერვიულობა ახლაც არ მაკლია, მაგრამ რომ ვიცი, რა ტიპის პროექტია (7 ტური გავიარე), უფრო ნაკლებად განვიცდი... მაშინ თითქოს ცეკვით ისეთ სიამოვნებასაც ვერ ვიღებდი, მოკლედ, ახლა რატომღაც უფრო სხვანაირად ვარ ყველაფერში ჩართული და რეპეტიციებიდან მეტ სიამოვნებას ვიღებ. მომწონს ცეკვა!

- მეჩვენება, თუ ასე იყო, - თითქოს მაშინ ძალიან აჟიტირებულიც იყავი...
- კი, ასე იყო, ალბათ იმიტომ, რომ 17 წლის ვიყავი, არც ახლა ვარ დიდი, სულ სამი წელი გავიდა. მაგრამ "იურმალა" ახალი მოგებული მქონდა და ჩემი აჟიტირებულობა ალბათ ნორმალურიც იყო...

მერე ცეკვაც კარგად გამომდიოდა, ვლიდერობდი და ზოგად აჟიოტაჟს ესეც ემატებოდა. ახლა ნამდვილად დაწყნარებული ვარ და ზუსტად ვიცი, მომღერალი რომ არ ვყოფილიყავი, მოცეკვავე ვიქნებოდი, ან მსახიობი, თუმცა მომღერალსაც ძალიან უხდება ცეკვა.

ბავშვობიდან ვმღერი და როცა ვმღეროდი ხოლმე, პარალელურად სულ ვცეკვავდი, სხვანაირად არ შემეძლო. მაგარია, როცა ორივე გამოგდის.

- მსგავსი რამ, ვფიქრობ, იშვიათია, როცა ერთ-ერთ სეზონზე პროექტიდან ობიექტური მიზეზით წასული მოცეკვავე მორიგ სეზონზე დაბრუნებულიყოს...
- კი, ასეთი რამ იშვიათად ხდება. მითხრეს, რომ ერთადერთხელ ამერიკაში მომხდარა, როცა მსგავსი პრეცედენტი დაუშვეს და მეორეა ჩემი შემთხვევა. მაშინაც კონკურსანტს ფეხზე პრობლემა შეექმნა. მეორე დაბრუნება საქართველოში მოხდა. კონკურსანტი შოუს მსვლელობისას ფეხს ხშირად არ იტეხს. მოკლედ, აქ პირველად მოხდა და ისიც მე დამემართა. მართლა დიდი სტრესი იყო და ეს უსიამოვნო ამბავი ყველაზე ცუდად გადავიტანე. ერთი თვე ფეხზე თაბაშირი მედო და დიდხანს ვიყავი დეპრესიში. იმის დამსახურებაა, რომ ცოტა წონაშიც მოვიმატე, ძალიან ვნერვიულობდი. ცხოვრებაში ასეთი რამ არ დამმართვია. მიჩვეული არ ვიყავი და ამიტომ გამიჭირდა.

- მოულოდნელი მარცხი განიცადე.
- კი, მოულოდნელი მარცხი იყო, არადა, მოტივაცია მქონდა, რომ პრექტი მომეგო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. უცებ კი ხელი შემეშალა. შინაგანად მინდოდა, მაგრამ შესაძლებლობა არ მქონდა, გამეგრძელებინა.

- შენს ახლანდელ პარტნიორზე რას იტყვი, - მგონი, ერთმანეთს უხდებით.
- მე და იაკობ ყუფუნია რომ ერთმანეთს ვუხდებით, ამას ყველა გვეუბნება, ციყვებს გვეძახიან. იაკობი ძალიან მშრომელია. ბედნიერი ვარ და გამიმართლა, რომ პროექტში სწორედ ის შემხვდა იმიტომ, რომ რასაც ვითხოვ რეპეტიციაზე, ზუსტად
იმავეს ითხოვს ისიც.

მოკლედ, ერთმანეთს ყველანაირად ვუხდებით. რეპეტიციაზე 6 საათი იმუშავებს და არ დაიღლება, სანამ იდეალურად არ შევისწავლით ყველაფერს. მეც ასეთი ვარ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. უმაღლესი დონის პროფესიონალია, საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ მისნაირი მოცეკვავე ჰყავს ამ სფეროში. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ისე გავაკეთო ყველაფერი როგორც მასწავლის. კარგი პიროვნებაა და ესც მნიშვნელვანია.

- რას ფიქრობ, ეს შეხმატკბილებული დუეტი რას იზამს წელს?
- კონკურსი ისეთი რამ არის, რომ ყველაფერი ხდება, შეიძლება შემდეგ ტურზე გავარდე, შეიძლება - პირველზევე, ან სუსტი კონკურსანტი დარჩეს და ძლიერმა დატოვოს შოუ, რაც ნორმალურია. ამიტომ, მოტივრებული იმაზე ვარ, რომ ყველა ტურზე მაქსიმალურად სრულყოფილი ნომერი წარმოვადგინო, რომ უმაღლესი შეფასება დავიმსახურო და მასზე მთელი საქართველო ლაპარაკობდეს. ტურიდან ტურამდე გავიზარდო, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიზანი. ცეკვით მივიღო სიამოვნება. ამ ყველაფერს ვცდილობ და ყოველი ცეკვისგან სიამოვნებას ვიღებ და კონკურსი როგორ წავა, ამაზე ორიენტირებული არ ვარ.

- გამარჯვება არ გინდა?
- კონკურსზე როცა შევდივარ, თავს ვეუბნები, რომ უნდა იყო საუკეთესო, სხვანაირად არ გამოვა. საერთოდ, ასეა, თუ რამეს ხელს ვკიდებ, უნდა ვიყო საუკეთესო. ხომ ვამბობ, ზუსტად ასეთია იაკობიც და ამიტომ ვართ წყვილში. საოცრად ზრუნავს ჩემზე. ყველა კარგი თვისება ამ ერთ ადამიანშია თავმოყრილი.

- რას იტყვი კონკურენტებზე?
- მათ კონკურენტად ვერც აღვიქვამ, მაშინ ასე არ ვიყავი. არ ვიცი, ამ სეზონზე ისინი არიან ჩემ მიმართ ასე განწყობილი, თუ მე შემიყვარდა ყველა. რაღაც სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. ბევრ კონკურსზე ვარ ნამყოფი და უამრავი მონაწილე მინახავს, ვიცი, იქ რაც ხდება. თვალებით მჭამენ ხოლმე. აქ მსგავსი არაფერი ხდება. მართლა გვიხარია, როცა ერთად ვართ. ყველას გულით ვუსურვებ დიდ წარმატებას ცეკვაში, ყველა ნომერში. მინდა, რომ კარგად იცეკვონ. რომ ვუყურებ, ყველა თავდაუზოგავად შრომობს. თან, არაჩვეულებრივი სეზონია და შესანიშნავი კონკურსანტები ჰყავს. ნუ, ბოლოს ყველაფერს სმს-ები გადაწყვეტს.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
12:21 / 24-05-2017
ნანა
0
ნუცი, დარჩი ბოლომდე ასეთი ლაღი და უბოროტო, წარმატებებს გისურვებ!!!
19:22 / 23-05-2017
Toto
0
Mმიყვარს ეს გოგო! Mმხიარული და საყვარელია..
მსგავსი სიახლეები
"თითქოს საერთოდ არ იყო ჩემთვის რთული ის რასაც სცენაზე ვაკეთებდით"
+VIDEO "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულს მთავარი პრიზი, ბინა გადაეცა
"რაც უფრო ძლიერია კონკურენტი, უფრო მინდა, საკუთარ თავს მეტი ომი მოვუგო"
მიზეზი, რის გამოც მზია ორველაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აღარ მონაწილეობს
"ყოველდღიურად უამრავი წერილი მომდის, მირეკავენ. იმხელა და ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, ვერც კი წარმოიდგენთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:36 / 25-09-2017  Image მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების პროგნოზი
27-28 სექტემბერს საქართველოში ცივი მასების გავრცელების გამო
11:14 / 25-09-2017  Image დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა
ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი
18:15 / 25-09-2017  Image "ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად
წელს "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ეს პირველი ღონისძიება არ ყოფილა
09:27 / 25-09-2017  Image ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული
14:26 / 25-09-2017  Image კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს
НТВ-ს ცნობით, კანიბალები ოჯახის წევრები არიან და მათ შესაძლოა შვიდიდან 30-მდე მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49