საქართველოში გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება

საქართველოში გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება

აგვისტოში საქართველოში გორან ბრეგოვიჩი ჩამოვა. ცნობილი მუსიკოსი კონცერტს 26 აგვისტოს ”Black Sea Arena”-ზე გამართავს. ბრეგოვიჩის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაწყებულია. ბილეთების ფასი 25 ლარიდან იწყება, ბილეთის მაქსიმალური ფასი კი 100 ლარია.

გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა იგი პოპპი და სეზარია ევორა. 
მისი მუსიკა ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება