Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში - ცნობილი სახეები შოუზე და სიტუაცია "ბლექ სი არენაზე"

Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში - ცნობილი სახეები შოუზე და სიტუაცია "ბლექ სი არენაზე"

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში "ბლექ სი არენაზე" გაიმართა. კონცერტი დაგეგმილზე თითქმის 2 საათით გვიან დაიწყო.

დარბაზში სრული ანშლაგია. კონცერტზე უამრავმა ცობილმა სახემ მოიყარა თავი. "აეროსმიტის" კონცერტს რამდენიმე მინისტრიც ესწრება, მათ შორის კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკის მინიტრი გიორგი გახარია და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

მაყურებლებს შორის არიან პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები - მომღერალი ნუცა ბუზალაძე და პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია.

იხილეთ ვიდეო: Aerosmith-თან ერთად ამღერებული ქართველები - შთამბეჭდავი კადრები კონცერტიდან

"აეროსმიტი" საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის "Aero-Vederci Baby!" ფარგლებში წარდგა. "Aerosmith"-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

იხილეთ ვიდეო: როგორ ერთობა ქართველი მსმენელი Aerosmith-ის ცნობილ ჰიტზე Crazy

2017 წლის ევროტურის ფარგლებში, "Aerosmith" კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში "ჰელფესტი" (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული "დაუნლოუდ ფესტივალი" (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე "Aerosmith"-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში. "Aerosmith"-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება.

იხილეთ ვიდეო: უყურეთ Aerosmith-ის კონცერტს სახლიდან გაუსვლელად - LIVE Black Sea Arena-დან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება