"გადაწყვეტილების მიღებისას, ისე ვინერვიულე, ვიტირე" - ვინ იმღერებს "X ფაქტორის" ლაივ-კონცერტებზე

"გადაწყვეტილების მიღებისას, ისე ვინერვიულე, ვიტირე" - ვინ იმღერებს "X ფაქტორის" ლაივ-კონცერტებზე

"X ფაქტორის" შესარჩევი ტურების ბოლო კულმინაციური ეტაპი მაყურებელმა გუშინ საღამოს იხილა.

მენტორებმა რჩეული ოთხი კანდიდატიდან საკუთარ გუნდში ორ-ორი შემსრულებელი დატოვეს. იყო ცრემლიანი და ემოციური გადაწყვეტილებები, მაგრამ პროექტის წესებიდან გამომდინარე, ჟიურიმ საკუთარი, საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთა და მომღერლები, თავიანთ მენტორებთან ერთად, მომავალი კვირიდან ბრძოლას პირდაპირ ეთერში გააგრძელებენ.

"X ფაქტორის" მენტორებმა თავიანთი ჯგუფები ასე დააკომპლექტეს: სოფო - მერაბ ამზოევი და სანდრო კურცხალაძე, სტეფანე - "Mix2ra", ოთო და "ბლუზ ფაქტორი", გიორგი - თამარ ედილაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე, ლელა - მაგდა ვასაძე და სოფო საჟინიანი.

მაყურებლისთვის მოულოდნელი იყო ქეთი ბერიძის პროექტს მიღმა დარჩენა, მენტორები ერთად აღნიშნავდნენ, რომ ქეთი მრავალფეროვანი შესაძლებლობების მქონე მომღერალია, თუმცა ქეთის და სოფო საჟინიანს შორის, არჩევანის გაკეთების დროს, სოფო საჟინიანი შეირჩა.

სოფო საჟინიანი: ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ლელას გადაწყვეტილება. ოთხივე გოგო უძლიერესი კონკურსანტი იყო და ამიტომ ვფიქრობდი, რომ ორი სკამის ტურს ვერ გადავლახავდი. გადაწყვეტილების მიღების დროს, ისე ვინერვიულე, ვიტირე კიდეც. ამ ტურების წარმატებით გადალახვა ჩემთვის უკვე გამარჯვებაა და ყველაფერს გავაკეთებ, კიდევ უფრო მეტად გავახარო ჩემი თაყვანისმცემლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე უნდა გავიმარჯვო.

განსაკუთრებით ემოციური იყო საკუთარი გადაწყვეტილების გაკეთებისას მენტორი სოფო ნიჟარაძე. ყველასთვის მოულოდნელად პროექტს მიღმა დარჩნენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიკა ლაზარიაშვილი. მერაბ ამზოევი კი გამარჯვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მერაბ ამზოევი: საბოლოოდ გადავედი ლაივ-ტურზე, რაც ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულოა. ლაივ-კონცერტებზე ყველაზე კარგად უნდა ვიმღერო, უფრო გახსნილი და თავდაჯერებული ვიქნები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება