"ჯეიმს ბონდის" როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

"ჯეიმს ბონდის" როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

ცნობილი აგენტის ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, ინგლისელი მსახიობი სერ როჯერ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მურის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია. როჯერ მურმა 1973-1985 წლებში ცნობილი აგენტის როლი ბონდის შვიდ ფილმში შეასრულა, მათ შორის ყველაზე ცნობილი - "იცოცხლე და სიკვდილი აცადე" და "ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი".

მურის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსახიობი გარდაიცვალა "სიმსივნესთან ხანმოკლე, მაგრამ მამაც ბრძოლაში".

სერ როჯერ მური შვეიცარიაში გარდაიცვალა და მას მონაკოში დაკრძალავენ მისი სურვილის გათვალისწინებით.

მსახიობი ცნობილი იყო მისი ჰუმანიტარული საქმიანობითაც - იყო UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი 1991 წელს.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება