"ჰარდ როკ ინთერნეიშენალი" ქართულ ბენდებს საშუალებას აძლევს, დადგნენ დიდ სცენაზე

"ჰარდ როკ ინთერნეიშენალი" ქართულ ბენდებს საშუალებას აძლევს, დადგნენ დიდ სცენაზე

"ჰარდ როკ ინთერნეიშენალი" ყოველწლიურად მოუწოდებს ყველა მუსიკოსს, ჩაერთოს ბენდების ბრძოლა - Hard rock rising-ში და მიიღოს შანსი, დაუკრას დიდ სცენაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ლოკალური გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს, 1000$-ს და გაემგზავრება ტურზე.

"Hard Rock Rising აერთიანებს მთელს მსოფლიოს და პროექტში ჩართულია 125 ზე მეტი ჰარდ როკ კაფე, სასტუმრო და კაზინო. პროექტის ლოკალური გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს, 1000$-ს და გაემგზავრება რეგიონალურ ტურზე. (მოგზაურობის ხარჯებს "ჰარდ როკი" დაფარავს). რეგიონალური გამარჯვებული მიიღებს 1,000 CD/DVD ჩანაწერს Bison Disc-სგან და პროფესიონალური ინსტრუმენტების სეტს მთელი ბენდისთვის. საბოლოო გამარჯვებული კი მიიღებს შანსს, გაემგზავროს "მაიამი გარდენსში" და შეასრულოს "ჰარდ როკ სტადიუმის" სცენაზე.

ყველა ლოკაციას ჰყავს თავისი რჩეული ბენდები, რომლებიც შეირჩა წინასწარ დარეგისტრირებული ჯგუფებიდან. "ჰარდ როკ კაფე თბილისის" ლოკაციაზე 40-ზე მეტი ბენდი დარეგისტრირდა, საიდანაც "ჰარდ როკ კაფე თბილისმა" 4 რჩეული მათგანი გამოაქვეყნა. ესენი არიან: ბენდი The Pulse, Windshield, The Georgians, Bedford falls. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულებიდან, ონლაინ ხმის მიცემით, ერთი ბენდი შეირჩა - EverGreen.

25 მაისს 21:30 სთ-ზე, "ჰარდ როკ კაფე თბილისში" გაიმართება Hard Rock Rising-ის ბოლო ფინალური ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებს 5 შერჩეული ჯგუფი. შერჩეული ბენდებიდან ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებს ფულად პრიზს, 1000$ -ის ოდენობით, ასევე გაემგზავრება რეგიონალურ ტურზე საქართველოს სახელით და იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებისთვის.

ჟიურის წევრები იქნებიან: კომპანია "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მუსიკალური რედაქტორი მარინა ბერიძე, მუსიკოსი ნინა სუბლატი, მუსიკოსი რობი კუხიანიძე და ბიზნესმენი ნიკა ხაზარაძე.

ბენდების ბრძოლაზე დასწრება თავისუფალია. ველით ყველას! ვუგულშემატკივროთ ერთად იმ ბენდებს, რომელთაგან ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურს Hard Rock Rising 2017-ზე საქართველოს სახელით წარდგება. (მოგზაურობის ხარჯებს დაფარავს "ჰარდ როკი").

74 ქვეყანაში 174 კაფეს 24 სასტუმროსა და 11 კაზინოს ჩათვლით, Hard Rock International (HRI) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით. ერიკ კლეპტონის გიტარით დაწყებული, "ჰარდ როკს" გააჩნია მუსიკალური მემორაბილიების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, რომელიც გამოფენილია ნახსენებ დაწესებულებებში. Hard Rock ასევე ცნობილია მისი მოდასთან და მუსიკასთან დაკავშირებული საკოლექციო მერჩენდაიზით, Hard Rock-ის დაწესებულებებში ცოცხალი მუსიკითა და ჯილდოს მფლობელი ვებ-საიტით. HRI ფლობს გლობალურ სავაჭრო მარკას Hard Rock-ის ყველა ბრენდისთვის. კომპანია ფლობს და მართავს დაწესებულებებს საკულტო ქალაქებში ლონდონის, ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, სიდნეისა და დუბაის ჩათვლით. HRI ასევე ფლობს, გასცემს ლიცენზიებს და/ან განკარგავს სასტუმრებისა/კაზინოების საკუთრებებს მსოფლიოს მასშტაბით. ადგილმდებარეობები მოიცავს კომპანიის ორ ყველაზე წარმატებულ სასტუმროსა და კაზინოს საკუთრებებს ტამპასა და ჰოლივუდში. ორივე იმყოფება HRI-ს დედობილი კომპანიის The Seminole Tribe of Florida-ს მფლობელობაში. ასევე, ადგილმდებარეობები ვრცელდება სხვა ამაღელვებელ ადგილებზე, როგორებიცაა ბალი, ჩიკაგო, კანკუნი, იბიცა, ლას-ვეგასი, მაკაო და სან-დიეგო. Hard Rock Cafe-ს მომავალში დაგეგმილ ლოკაციებში შედის რეიკიავიკი, შანხაი, იანგონი და სან-ხუანი. Hard Rock-ის ახალი პროექტები მოიცავს შემდეგ ლოკაციებს: აბუ დაბი, ატლანტა, ბერლინი, დუბაი, იპანემა, ლონდონი, ლოს-კაბოსი, ნიუ-იორკი, ტენერიფე, შენჟენი, დალიანი და ხაიკოუ ჩინეთში. მეტი ინფორმაციისთვის Hard Rock International-ის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს www.hardrock.com", - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება