ხვალიდან "ეზო ფესტივალი" სტარტს იღებს

ხვალიდან "ეზო ფესტივალი" სტარტს იღებს

eZo Festival მესამე წელია არსებობს. მეორე წელია, რაც ის მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ტარდება.

eZo-ს ტრადიციული ფესტივალის სტრუქტურა არ აქვს. ის მთელი ცხელი სეზონის დროზეა გაწელილი. როგორც წესი, ფესტივალი მაისის ბოლოს იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებში იხურება.

აქამდე ფესტივალის განმავლობაში სულ 4 ან 5 ელექტრონული მუსიკის მიმართულების ივენთი იმართებოდა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ფესტივალისთვის მთავარი გამოწვევა მრავალფეროვნებაა. ასე, რომ 2017 წლის სეზონი სავსე იქნება ექსპერიმენტებით. დაგეგმილია მუსიკალურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ივენთები და ასევე სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები, გამოფენა-გაყიდვები, ინსტალაციები, საინტერესო ქართველი ხელოვანების და საზოგადო პირების ლექციები, ვორქშოფები, კინო ჩვენებები და ა.შ.

წელს eZo-ს 4 დიდი ივენთისთვის მთავარი სიახლე იქნება ახალი სცენა - "უკანა ეზო". ასევე გაზრდილია ფესტივალის ტერიტორია და შეცვლილი და გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა, რაც eZo-ს გამოცდილებას გახდის უფრო კომფორტულს და უფრო ჯადოსნურს.

ფესტივალს წელს დაემატება ახალი პროექტი - eZo Live, რომელიც გულისხმობს ქართული ალტერნატიული სცენის live კონცერტებს.  eZo Live-ის ფარგლებში ფესტივალი საშუალებას მისცემს ქართველ არტისტებას და მსმენელებს, რომ უკეთე გაიცნონ ერთმანეთი და ერთმანეთი საჭირო ენერგიებით დამუხტონ. ეს საბოლოო ჯამში პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს მუსიკისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის.

სპეციალურად eZo live-ისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე შენდება ახალი სივრცე. eZo Live გაიმართება ყოველ შაბათს, გარდა იმ შაბათებისა, როცა იმართება eZo-ს 4 მთავარი ღონისძიება. სეზონის განმავლობაში სულ ჩატარდება 10 eZo Live კონცერტი.

ფესტივალის 5 მთავარი ივენთის აბონემენტის და 27 მაისს, ფესტივალის გახსნის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაწყებულია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება