კახა კანდელაკის ვაჟმა ამერიკელ ბასისტს ხელი სცენაზე სთხოვა

კახა კანდელაკის ვაჟმა ამერიკელ ბასისტს ხელი სცენაზე სთხოვა

"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ნიკა კანდელაკი დაქორწინებას გეგმავს. ნიკუშას რჩეული ამერიკელი მომღერალი და ელექტრო-ბასისტი ნიკ ვესტია. კანდელაკმა საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ სცენაზე, ერთ-ერთი კონცერტის დროს სთხოვა (იხილეთ ვიდეო)

ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს, თბილისში გაიცნეს. არტისტმა თბილისში "ივენთ ჰოლში" კონცერტი გამართა ახალი წლის ღამეს "ისთერნ პრომოუშენის" მოწვევით.

ნიკა კანდელაკმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიიღო. მან ცოტა ხნის წინ აიღო მუსიკალური ინდუსტრიის მაგისტრის ხარისხი ლოს-ანჯელესში და კავკასიის რეგიონში პირველი კვალიფიცირებული მენეჯერია მუსიკის ინდუსტრიაში.

რაც შეეხება ნიკა კანდელაკის რჩეულს, ნიკ ვესტი 28 წლისაა. მას "ქალ ლენი კრავიცს" უწოდებენ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად თვლის, ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - Just in the Nik of Time - ინსტრუმენტალური პროექტი იყო.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს