მოდელმა მირანდა კერიმ 26 წლის მილიარდერზე იქორწინა

მოდელმა მირანდა კერიმ 26 წლის მილიარდერზე იქორწინა

შაბათს, 27 მაისს Victoria's Secret-ის მოდელმა მირანდა კერიმ და Snapchat-ის დამფუძნებელმა ევან შპიგელმა იქორწინეს. პატარა წვეულება ახლობლების წრეში ლოს-ანჯელესში გაიმართა. მილიარდერი შპიგელის სახლში გამართულ წვეულებას 50-მდე ადამიანი დაესწრო.

Snapchat-ის დამფუძნებელი 26 წლის შპიგელი და 34 წლის მოდელი გასული წლის ივლისში დაინიშნენ. ამერიკელი ევან შპიგელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია - 26 წლის ასაკში 4 მილიარდი დოლარის მფლობელია. შპიგელმა რამდენიმე წლის წინ პოპულარული სერვისი Snapchat დააარსა და დღემდე რჩება კომპანიის გენერალურ დირექტორად.

მეუღლესთან შედარებით მოდელის ქონება "მოკრძალებულია" - მირანდა კერი "ფორბსის" რეიტინგის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია და შემოსავალი 5,5 მილიონი დოლარია. მირანდა კერი უკვე იყო ქორწინებაში მახიობ ორლანდო ბლუმთან, რომელთანაც ერთი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება