"იქს ფაქტორის" ლაივები იწყება! - რა ელით დღეს შოუს მაყურებლებს

"იქს ფაქტორის" ლაივები იწყება! - რა ელით დღეს შოუს მაყურებლებს

"იქს ფაქტორის" ლაივ-კონცერტები იწყება! პირველი ლაივ-შოუ დღეს, 29 მაისს, 22:00 საათზე შედგება "რუსთავი 2"-ის ეთერში.

წლევანდელი კონკურსის კასტინგზე უამრავი საინტერესო მომღერალი მივიდა, თუმცა პროექტში მხოლოდ რჩეულები დარჩნენ. ვინ გახდება მაყურებლის და ჟიურის რჩეული, წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია.

როგორც "იქს ფაქტორის" ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, დღეს მაყურებლის წინაშე წამყვანები, რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი, ცეცხლოვან ცეკვას წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ ორსული რუსკა მაყაშვილი ისევ შესაშურ ფორმაშია და მოხდენილადაც ცეკვავს.

პროექტის მენტორები: სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, სტეფანე მღებრიშვილი და ლელა წურწუმია არიან. ლელა წურწუმიამ "იქს ფაქტორის" მენტორის როლი წელს პირველად მოირგო და არჩევანის გაკეთებისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდობა.

"იქს ფაქტორის" ტიტულის მოპოვებისთვის, წელს 8 კონკურსანტი იბრძოლებს. მაყურებლის გულის მოგებას, ფილარმონიის სცენაზე შეეცდებიან - სოფო საჟინიანი, მაგდა ვასაძე, მერაბ ამზოევი, სანდრო კურცხალიძე, გრიგოლ ყიფშიძე, თამარ ედილაშვილი, ჯგუფი "მიX2რა" და ოთო ღურცწკაიას ბენდი.

შოუს მთავარი წამყვანები რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი არიან. უცვლელი წამყვანები არიან ლიკა ქორქია, თათუკა ნატროშვილი და გიგო შიუკაშვილი. რაც შეეხება კიდევ ერთ წამყვანს, ბახვა ბრეგვაძეს, "იქს ფაქტორს" ის ლიკა ქორქიასთან ერთად, გულშემატკივრების ოთახიდან შეუერთდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება