"იქს ფაქტორის" პირველი ლაივი - დაძაბული შოუ და შოკისმომგვრელი შედეგები

"იქს ფაქტორის" პირველი ლაივი - დაძაბული შოუ და შოკისმომგვრელი შედეგები

მეგაშოუ "იქს ფაქტორის" პირველი ლაივშოუ გუშინ, 28 მაისს შედგა. კონკურსანტებმა, რომლებიც 4 კატეგორიაში არიან გადანაწილებული (გოგონები, ბიჭები, ბავშვები, ჯგუფები), გულშემატკივრებს მსოფლიო ჰიტები შესთავაზეს.

წელს შოუში განსაკუთრებული დაძაბულობა და დიდი კონკურენციაა. თუმცა, არჩევანს მაყურებელი აკეთებს. მენტორებისთვის და საზოგადოებისთვის აუტსაიდერების დასახელება შოკისმომგვრელი იყო. ბევრი მსმენელი თვლის, რომ პროექტში დარჩენას ოთო იმსახურებდა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ყველაზე ნაკლები ხმა სტეფანეს კატეგორიის წევრმა - ოთო ღურცკაიამ და სოფო საჟინიანმა მიიღეს, რომელიც ლელა წურწუმიას კატეგორიის წევრია.

სოფო საჟინიანი საბოლოოდ, პროექტში გიორგი გაბუნიას მხარდაჭერით მოხვდა. სტეფანე მღებრიშვილი კი პროექტში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კონკურსანტით გააგრძელებს.

ლელა წურწუმია: "ნებისმიერ კონკურსანტზე დამწყდებოდა გული, მაგრამ სოფოზე განსაკუთრებულად ვინერვიულე, რადგან ის ჩემი გუნდის წევრია, თუმცა ოთოც ძალიან მომწონს!"

რაც შეეხება მაყურებლის რჩეულს, გუშინდელი sms ლიდერი ბავშვების კატეგორიის წევრი, თამარ ედილაშვილი გახდა, რომელზეც მისი მენტორი გიორგი გაბუნია დიდ იმედებს ამყარებს.

გიორგი გაბუნია: უბედნიერესი ვარ, თამარს ვუხდი მადლობას ლიდერობისთვის და ასევე მის მხარდამჭერებს!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება