"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება" - გიორგი შენგელაია მეღვინის ამპლუაში

"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება" - გიორგი შენგელაია მეღვინის ამპლუაში

ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია წლებია სოფელ დიღომში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ქალაქში ცხოვრებას გადაეჩვია და სოფლის მეურნეობა და მიწაზე შრომა ზოგჯერ პროფესიასაც ურჩევნია. 20 წელიწადია, კახეთში მევენახეობასაც მისდევს...

- 90-იან წლებში, ცხოვრება რომ გაჭირდა, სოფლის მეურნეობაზე გადავერთე, თან ოჯახსაც რომ დავხმარებოდი, კახეთში ვენახი გავაშენე.

- თქვენს დედულეთში, ანუ გურჯაანში?

- გურჯაანისა და ველისციხის მიჯნაზეა სოფელი ახაშენი. იქ ვენახის გასაშენებლად ერთი ცნობილი და ყველაზე კარგი ადგილია, "ფაფრის მინდორს" ეძახიან, სადაც საუკეთესო ყურძენი მოდის. ნელ-ნელა კერძო პირებისგან მიწის ყიდვა დავიწყე. დიდი ფული არასდროს მქონდა, ამიტომ ჯერ 1 ჰექტარამდე შევიძინე, მერე მოვუმატე, ახლა 3 ჰექტარი მაქვს, მეტი არც მჭირდება. ცოტ-ცოტას ვყიდი, ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება.

- რამდენი წელია სოფელ დიღომში ცხოვრობთ?

- დიდი ხანია. მე ხომ მიშა ჭიაურელის სიძე ვიყავი და მან თავის დროზე ამ მეურნეობისა და სახლ-კარის აშენება წამოიწყო. მეც მივეხმარე და აქაურობას ერთად მივხედეთ, - ახალგაზრდა სიძე ვიყავი, მიშა უკვე ხნიერი გახლდათ და ცხადია, მეტად ვაქტიურობდი. მერე ჩემმა სიმამრმა აქაურობა მემკვიდრეობით ჩემს შვილს, ნიკუშას გადასცა. ახლა, ფაქტობრივად, ნიკუშას სახლში ვცხოვრობ.

თავიდან აქ მხოლოდ ზაფხულში ამოვდიოდი, მაგრამ ბოლო 10 წელია, მუდმივად სოფელ დიღომში ვარ. ბაღში რა ხეხილსაც ხედავთ, სულ ჩემი დარგულია. აქ მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს საქმე ზოგჯერ ჩემს პროფესიასაც მირჩევნია...

განაგრძეთ კითხვა

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

სად და როდის დაკრძალავენ რეჟისორ გიორგი შენგელაიას

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია