"X ფაქტორის" მეორე ლაივი - სანდრო კურცხალიძე ლიდერია, მერაბ ამზოევი პროექტს გარეთ დარჩა

"X ფაქტორის" მეორე ლაივი - სანდრო კურცხალიძე ლიდერია, მერაბ ამზოევი პროექტს გარეთ დარჩა

"X ფაქტორის" მეორე ლაივ-კონცერტი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მაგდა ვასაძის ვარაუდი გამართლდა და ის აუტსაიდერებში მოხვდა. მეორე ლაივ-კონცერტის დროს მომღერლები, მოცეკვავეები და სცენის სპეც-ეფექტები ნამდვილად თვალისმომჭრელი იყო.

შემოსული 22 636 ზარიდან, ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა სწორედ მაგდა ვასაძემ და მერაბ ამზოევმა მიიღეს. საბოლოო არჩევანი კი გიორგი გაბუნიამ გააკეთა და მერაბ ამზოევი პროექტს გამოეთიშა. ჟიურის გადაწყვეტილებას მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მაგდა ვასაძე შემდგარი მომღერალია, ამიტომ პროექტში მერაბ ამზოევი უნდა დაეტოვებინათ.

შოუს ყველაზე სიმპატიური კონკურსანტი მიიჩნევს, რომ "X ფაქტორში" მოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ამ ნაბიჯს არ ნანობს: "სწორი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან "X ფაქტორში" მოსვლა. ბევრი რამ ვისწავლე, საინტერესო გამოცდილება შევიძინე. მართალია პროექტს გამოვეთიშე, თუმცა ყველაფერი წინ არის", - გვითხრა მერაბმა.

ლელა წურწუმიას გუნდი აუტსაიდერებში ზედიზედ მეორე ლაივზე მოხვდა, თუმცა სტეფანესგან და სოფოსგან განსხვავებით, ის პროექტში ბრძოლას ორი კონკურსანტით განაგრძობს.

ლელა წურწუმია, მენტორი: "მაგდა პროფესიონალი მომღერალია და ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ. ის ბევრს შრომობს, მაყურებელს სიამოვნება რომ მიანიჭოს"

მაგდა ვასაძე: პროექტში იმიტომ მოვედი, რომ ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობები ვაჩვენო მაყურებელს. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა.

სოფოს გუნდის ერთადერთი წევრი სანდრო კურცხალიძე ბიჭების კატეგორიაში მარტო განაგრძობს ბრძოლას. სანდრო ამბობს, რომ მზადაა ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისთვის.

მენტორების აღფრთოვანება ბენდის "mix2ra"-ს გამოსვლას მოჰყვა. ბენდი ორ კონცერტზე სოლისტის ეკო ამყოლაძის გარეშე მღეროდა. ეკოს პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, ის პროექტს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით გამოეთიშა, თუმცა გუშინ დაბრუნდა და ჯგუფმა სცენაზე ისეთი აურა შექმნა, ჟიურის ყველა წევრი და მთელი დარბაზი აღაფრთოვანა. მენტორები "mix2ra"-ს ფეხზე წამოუდგნენ.

ეკო ამყოლაძე: პროექტში დაბრუნების იმედი აღარ მქონდა, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და ნამდვილი "mix2ra" გაორმაგებული ძალებით გააგრძობს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

"X ფაქტორში" ამ ეტაპზე ექვსი მონაწილე დარჩა. ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბულ ეტაპზე გადადის. მაყურებლის აქტიურობა სულ უფრო საჭირო ხდება, რადგან ვინ დარჩება პროექტში და გახდება "X ფაქტორი", ამას სწორედ ხალხი გადაწყვეტს!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება