უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება

უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველი "დივების" მდიდრული ცხოვრება

90-იან წლებში, საქართველოში შექმნილი გაჭირვების გამო, ბევრი ადამიანი ბედის საძიებლად ემიგრაციაში წავიდა. საბედნიეროდ, რამდენიმე მათგანს გაუმართლა და ახლა უცხო ქვეყანაში  წარმატებული კარიერა აქვს. უცხოურ ესტრადაზე მოღვაწე ქართველ "დივებს" საკმაოდ მდიდრული ცხოვრება აქვთ, რის გამოც ხშირად იქცევენ პრესის ყურადღებას.

თამრიკო გვერდწითელი

თამრიკო გვერდწითელი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად მიიჩნევა. მას კონცერტებზე საკმაოდ მაღალ ჰონორარს უხდიან. ვარსკვლავს საკუთარი პროფესიიდან დიდი შემოსავალი აქვს.

ის მოსკოვის ცენტრში ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობს, რომელიც 2000 წელს შეიძინა. თამრიკო სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს. დედამისი თბილისში რუსული ენის მასწავლებელი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა რუსეთში დიდ წარმატებას მიაღწია, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

თამრიკო მოსკოვის მახლობლად მდებარე პრესტიჟულ დასახლებაში კიდევ ერთ სახლს ფლობს. აგარაკზე ის მხოლოდ დასასვენებლად მიდის.

ქეთა თოფურია

ქეთა თოფურია რუსეთში გაჭირვების გამო არ წასულა. ის ნატო დუმბაძის დახმარებით, "ა სტუდიოს" სოლისტი გახდა და რუსმა ხალხმა მალევე შეიყვარა. ქეთა თოფურია რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ქართველი მომღერალი რუსეთში, კარიერის ასაწყობად, 2004 წელს წავიდა. ქეთას მუდმივად აქვს კონცერტები რუსეთსა და ყაზახეთში. ჰყავს შვილი, პატარა ოლივია, რომელიც ყველგან დედასთან ერთად დადის. სიმღერის პარალელურად, თოფურიას საკუთარი ბიზნესი აქვს.

მას შემდეგ, რაც ქეთა ქმარს დაშორდა, მომღერალი მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობს. მათ ქალაქის ცენტრში ბინა აქვთ. ქეთა ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდება. სიმღერის გარდა, ის საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. ქეთა ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის ხაზზე მუშაობს. მისი ბრენდი Ketione მოდის კვირეულებზე დიდი წარმატებით სარგებლობს. დიზაინერობის დაწყების შემდეგ, ქეთამ მოსკოვში მაღაზიაც გახსნა.

დიანა ღურწკაია

დიანა ღურწკაია თბილისში, ავლაბარში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში განაცხადა, ბავშვობაში მუსიკის მასწავლებელი ეუბნებოდა, რომ სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა, მაგრამ გოგონა გაიზარდა, საქართველოდან წავიდა და რუსეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიანა ღურწკაიას პუტინის საყვარელ მომღერლად მიიჩნევენ. მომღერალი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა, მისი მეუღლე ადვოკატი პიოტრ კუჩერენკოა.

დიანას და მის მეუღლეს არბატზე უზარმაზარი სახლი აქვთ, რომელიც ძალიან მდიდრულად არის მოწყობილი. სახლი, რომელშიც დიანა ღურწკაია ცხოვრობს, ისტორიულია, თუმცა ინტერიერი საკმაოდ თანამედროვედ არის მოწყობილი. დიანას ბინა ამ სახლში ყველაზე დიდია. ბინაში უამრავი ძვირადღირებული ნივთია, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ნივთი, რომელიც დიანა ღურწკაიას ბინას ამშვენებს, პიკასოს მოტივებზე შექმნილი ხელით ნაქსოვი ხალიჩაა, რომელსაც სხვადასხვა ადამიანი ნახევარი წელი ქსოვდა.

რაც შეეხება ბიზნესს, სიმღერის გარდა, დიანას სხვა ბიზნესი არ აქვს. ამ საქმეში პროდუსერობას მისი ძმა რობერტ ღურწკაია უწევს.

ქეთი მელუა

ქეთი მელუამ საქართველო 9 წლის ასაკში დატოვა და ბრიტანეთში წარმატებული კარიერა აიწყო. ის ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მომღერლების ათეულში ყოველწლიურად ხვდება. ოფიციალური მონაცემებით, ქეთი 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული მუსიკოსია მსოფლიოში. მდიდარი მომღერლების რეიტინგში ის ისეთი სელებრითების გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიც არიან ადელი და შერილ კოული.

თამთა გოდუაძე

თამთა გოდუაძე საბერძნეთში ყველაზე რეიტინგული მომღერალია. ის ბერძნებს განსაკუთრებულად უყვართ. ბერძნული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი იქაურ მსმენელს საკუთარი დახვეწილი გემოვნებითაც აოცებს. თამთა საქართველოდან თინეიჯერობის ასაკში გაემგზავრა - მარტოხელა დედამ შვილის სარჩენად ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც დედამისი, დარეჯან ხუსკივაძე მუშაობდა. მან ბერძნულ Super Idol-ში სცადა ბედი, გაუმართლა და მეორე ადგილი აიღო. მას შემდეგ მისი კარიერული აღმასვლა დაიწყო.

თამთას შემოსავლის წყარო სიმღერა, მუსიკალური პროექტები და ფოტოსესიებია. ის ახლა ბერძნული "იქს-ფაქტორის" ჟიურის წევრია. იყო Toi & Moi-ს სახე, საიდანაც გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ანაზღაურება მიიღო.

ამჟამად თამთა საბერძნეთში დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ბერძნული ესტრადის ვარსკვლავს საბერძნეთში უზარმაზარი სახლი აქვს. თამთა ერთ წელზე მეტია ბერძენ მილიარდერს, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრეს, პარის ლაცისს ხვდება.

37 წლის პარისი ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრეა, რომელიც ნავთობის, უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროებში წილებს ფლობს. მისი ქონება "ფორბსის" 2013 წლის მონაცემებით, 15 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

იხილეთ ვიდეო

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს