ჯარედ ლეტომ გაამხილა, რატომ არის მარტო

ჯარედ ლეტომ გაამხილა, რატომ არის მარტო

მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ გულახდილი ინტერვიუ მიცა ES Magazine-ს, სადაც გაამხილა თავისი მარტოხელობის მიზეზი. 45 წლის ლეტომ აღიარა, რომ ძალიან ჩაკეტილი პიროვნებაა, რომელსაც მხოლოდ ორი საუკეთესო მეგობარი ყავს - ლეონარდო დიკაპრიო და იტალიელი მოდელიერი და გუჩის დირექტორი ალესანდრო მიკელე. იმის გამო, რომ მისი მეგობრები ძალიან დაკავებულები არიან, მუსიკოსს თვისუფალი დრო საშინელებათა ფილმების ყურებაში გაყავს.

ამასთან, მისი თქმით, შვილის არყოლის მიზეზი ისაა, რომ ბავშვი ბევრ დროს და ყურადღებას მოითხოვს, რისთვისაც ის ჯერჯერობით მზად არაა.

”ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბავშვის ცხოვრებაში ინტენსიური თანამონაწილეობა, მე ჯერ ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი”, - აღნიშნა ოსკაროსანმა ლეტომ.

როგორც ცნობილია, ჯარედ ლეტოს რომანი ჰქონდა ჰოლივუდის არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან, მათ შორის, სკარლეტ იოჰანსონთან და კამერონ დიასთან.

მომზადებულია eonline.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება