ცნობილი ადამიანები, რომლებიც სერიოზული დაავადებებით იტანჯებიან

ცნობილი ადამიანები, რომლებიც სერიოზული დაავადებებით იტანჯებიან

ცოტა ხნის წინ მომღერალმა სელენა გომესმა ტურნე შეაჩერა. ამის მიზეზად მომღერლის ჯანმრთელობა დასახელდა. მას კანის დაავადება, ტუბერკულოზური მჭამელა დაუდგინდა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. წარმოგიდგენთ სხვა ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს, რომელთაც საჯაროდ გაამხილეს, რომ სერიოზული დაავადებები აწუხებთ.

კეტი ბეითსი

”ოსკაროსანმა” მსახიობმა 2003 წელს შეიტყო, რომ საკვერცხეების სიმსივნე ქონდა. 2012 წელს მას სარძევე ჯირკვლების სიმსივნე დაუდგინდა. მან უკვე ორმაგი მასტეკტომია გადაიტანა.

მაიკლ ჯეი ფოქსი

საკულტო ”უკან მომავალში” ტრილოგიის მთავარი გმირი 1991 წლიდან პარკინსონის დაავადებით იტანჯება. დაავადების შესახებ მსახიობმა 2000 წელს განაცხადა საჯაროდ.

პამელა ანდერსონი

სერიალ ”მაშველების” ვარსკვლავს და ჟურნალ ”პლეიბოის” სახეს ცე ჰეპატიტი აქვს.

ჰოლი ბერი

”ოსკაროსანი” მსახიობი პირველი ჯგუფის შაქრის დიაბეტითაა დაავადებული. 1989 წელს ჰოლი ბერი დიაბეტურ კომაში ჩავარდა.

ლედი გაგა

პოპულარული მომღერალი სელენა გომესის მსგავსად კანის ტუბერკულოზური მჭამელათი იტანჯება. ამის შესახებ მან 2011 წელს ლარი კინგთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჩარლი შინი

სულ რამდენიმე წლის წინ ჩარლი შინმა განაცხადა, რომ აივ ინფიცირებულია და ამის შესახებ 2011 წელს შეიტყო.

მაიკლ სი ჰოლი

პოპულარული სერიალის, ”დექსტერის” მთავარ გმირს 2010 წელს სიმსივნე დაუდგინდა. ამის გამო სერიალის გადაღებები საფრთხის ქვეშ დადგა. საბედნიეროდ, მკურნალობა რემისიით დასრულდა და მალე გაირკვა, რომ მსახიობი გამოჯანმრთელდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება