ბენდი, რომელიც "იქს ფაქტორის" სცენაზე ცეცხლს ანთებს

ბენდი, რომელიც "იქს ფაქტორის" სცენაზე ცეცხლს ანთებს

სტეფანე მღებრიშვილი "იქს ფაქტორში" გამარჯვებისთვის ერთი ბენდით იბრძვის. ეს არის ჯგუფი "მიX2რა", რომელიც სცენაზე გასვლისას ნამდვილ ცეცხლს ანთებს და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა. როგორ შეიქმნა ჯგუფი, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ჯგუფის წევრი მიხეილ ორჯონიკიძე უამბობს.

- როდის შეიქმნა "მიX2რა"?

- ჩვენი ბენდი დაახლოებით სამი წლის წინ შეიქმნა. მე და ჯგუფის გიტარისტი, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, დანარჩენი ბიჭები კი სხვადასხვა ბენდებში უკრავდნენ. შევიკრიბეთ, ეკოც დაგვემატა და ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ბენდი.

- რატომ "მიX2რა", ვინ შეგირჩიათ ეს სახელი და რა დატვირთვა აქვს?

- ეს სახელი ჩვენმა "მამამ" დაგვარქვა. მაგრამ "მამა" ვინ არის არ ვიტყვით.

- თბილისის ბარებში და კლუბებში თქვენი ბენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რატომ გადაწყვიტეთ "Xფაქტორში" მოსვლა?

- ძალიან კარგი პროექტია "იქს ფაქტორი", ამიტომაც გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა, პოპულარობა კლუბებში ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ ამ პროექტით უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს და შეგვიყვარებს. ფილარმონიის სცენაზე არასდროს გვიმღერია, ვთვლით, რომ საქართველოში ეს არის პირველი სცენა, სადაც შეგიძლია დადგე და დიდი სიამოვნება მიიღო. "იქს ფაქტორი" კი ამის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს.

- როგორია სტეფანესთან მუშაობა?

- ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა. მაგარი მიგნებები აქვს. სამწუხარო არის ის, რომ ჩვენს კატეგორიაში მარტო ჩვენი ბენდი დარჩა, ოთო პირველივე ლაივზე გამოეთიშა პროექტს. ამის გამო გაორმაგებული ძალებით და მონდომებით ვმუშაობთ. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც მენტორის, ასევე ჩვენი მხარდამჭერების მიმართ.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და დანარჩენი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება