საინტერესო ფაქტები სერიალზე "შავი სია"

საინტერესო ფაქტები სერიალზე "შავი სია"

პოპულარული ამერიკული სერიალი "შავი სია" უკვე ოთხ სეზონს ითვლის და მეხუთე სეზონისთვის ემზადება. სანამ მაყურებელი მოლოდინის რეჟიმშია, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს შოუს შესახებ.

  • მთავარი პერსონაჟის, რეიმონდ რედინგტონის დაბადების თარიღი, რომელიც მის კრიმინალურ საქმეშია მითითებული, იგივეა, რაც მისი როლის შემსრულებლის, ჯეიმს სპეიდერის დაბადების თარიღი - 1960 წლის 7 თებერვალი.
  • რედის საფირმო ქუდი სცენარით არ იყო გათვალისწინებული. ჯეიმს სპეიდერმა შეთავაზა შოუს შემქმნელებს, რომ პერსონაჟის ვიზუალს კოლორიტს შეძენდა შლაპა.
  • პერსონაჟ მისტერ კაპლანის სახელი ალფრედ ჰიჩკოკის საკულტო ფილმ North by Northwest-ში კერი გრანტის გმირის პატივსაცემადაა შერჩეული.
  • რედის როლის შემსრულებლად ადრეულ ეტაპზე სერიალ 24-ის ვარსკვლავი კიფერ საზერლენდი განიხილებოდა.
  • როდესაც მსახიობი მეგან ბუნი დაფეხმძიმდა, იმის ნაცვლად, რომ მისი ფეხმძიმობა გადაღებებზე დაეფარათ, სცენარისტებმა პერსონაჟსაც ორსულობის სიუჟეტი შეუქმნეს.
  • მეორე სეზონის ბოლოს ირკვევა რეიმონდ რედინგტონის ოფიციალური ბრალდებების ნუსხა, რაც მოიცავს საბოტაჟს, სახელმწიფო ქონების განადგურებას, შეთქმულების მოწყობას, პატიმრობისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას, რეკეტს, შეიარაღებულ ძალადობას და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს.
#ჩაუჯექი ქართულ ენაზე სერიალს "შავი სია" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება