ვანიკო თარხნიშვილი მეორე შვილის მამა ხდება - ვის გულშემატკივრობს "X ფაქტორში" შოუს წამყვანი

ვანიკო თარხნიშვილი მეორე შვილის მამა ხდება - ვის გულშემატკივრობს "X ფაქტორში" შოუს წამყვანი

ვანიკო თარხნიშვილის გარეშე "რუსთავი 2"-ის მეგა პროექტები წარმოუდგენელია. ის ამჯერად "X ფაქტორის" წამყვანია რუსკა მაყაშვილთან ერთად და კონკურსანტებისა და მაყურებლის გამხნევებაზე ზრუნავს. ვანიკო მუსიკალური მეგა-შოუს წამყვანი წელს პირველადაა და როგორც ამბობს, "იქს ფაქტორის" სცენაზე თავს კომფორტულად გრძნობს.

- ბევრი წელია ეს პროექტი "რუსთავი 2"-ის ეთერში გადის, მაგრამ რატომღაც მისი წამყვანი არ ვყოფილვარ და არც ველოდი ამ შემოთავაზებას. პროექტზე მუშაობისას, დიდ განსხვავებას ვერ ვგრძნობ, რადგან სხვა პროექტებზეც იგივე გუნდთან ვმუშაობდი. ეს არის საოცარი გუნდი, რომელსაც განსხვავებული მუხტი მოაქვს.

- რუსკა როგორი მეწყვილეა?

- გადასარევი მეწყვილეა. მასთან მუშაობა ჩემთვის ცალკე კომფორტია. რადგან არის ენერგიული, ნიჭიერი და ძალიან მაგარი მეწყვილე, რომელიც ამავე დროს ჩემი მეგობარია.

- საკუთარი ფავორიტებიც გეყოლება კონკურსანტებში...

- მყავს ჩემი ფავორიტები, მაგრამ არ დავასახელებ. ყველა ძალიან მაგრად მღერის, ერთმანეთზე უკეთესი კონკურსანტები არიან, რომლებმაც დიდი გზა გამოიარეს აქამდე მოსასვლელად.

- საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გიწევს ცხოვრება: ტელევიზია, თეატრი, მუსიკალური ჯგუფი... როგორ ახერხებ დრო სათანადოდ გადაანაწილო ოჯახზეც და საქმეზეც?

- რაღაცნაირად ვახერხებ. თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა. რაც "იღბლიანი ბორბალი" დაიხურა, ცოტა უფრო მეტი დრო მაქვს, მაგრამ იმასაც არ სჭირდებოდა დიდი დრო, კვირაში ერთი დღე იყო ჩაწერა.

- ვიცი, რომ მეორე შვილის მოლოდინში ხართ, როდის გაჩნდება პატარა?

- სასიამოვნო სიახლის მოლოდინში ვარ, თან ცოტას ვნერვიულობ. თვის ბოლოს მეორე შვილის მამა გავხდები.

- უფროსი შვილისთვის დრო გრჩება?

- რასაც ვახერხებ, ვცდილობ ყურადღება არ მოვაკლო და ჩავერთო მის აღზრდაში.

- რაც შეეხება "გამოუვალ მდგომარეობას", რატომ აღარ ტარდება თქვენი კონცერტები?

- შიგადაშიგ გვაქვს კონცერტები, მაგრამ ადრე უფრო დატვირთული რეჟიმი გვქონდა. ახალიც არაფერი გაგვიკეთებია, ამას დრო სჭირდება და ენერგია.

თავიდან პროექტისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, ბევრი ხალხი ვმუშაობდით და სიახლეებსაც ვთავაზობდით მსმენელს, ახლა კი ამის საშუალება აღარ არის. თუ გავაკეთებთ ახალ სიმღერებს, ის წინას არ უნდა ჰგავდეს. ამიტომ ჩვენი ბრალია კონცერტების ნაკლებობაც.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება