ვარსკვლავები, რომლებსაც ფულის ფლანგვა არ უყვართ

ვარსკვლავები, რომლებსაც ფულის ფლანგვა არ უყვართ

საზოგადოება მიჩვეულია, რომ ვარსკვლავები მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებში მიირთმევენ, მდიდრული მანქანებით დადიან, ტანსაცმელს კი მხოლოდ ცნობილი ბრენდებისგან იძენენ, მაგრამ ყველა სელებრითი ასე არ იქცევა. წარმოგიდგენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ ფულს მხოლოდ საინტერესო პროექტებსა და ქველმოქმედებაში ხარჯავენ, პირად ცხოვრებაში კი ხელმომჭირნენი არიან. 

კიანუ რივზი

მსახიობს ფეშენებელური სახლები და კერძო თვითმფრინავები დიდად არ ხიბლავს. მას ცოტა ნივთი აქვს, დაცვა არ ყავს, მანქანის ნაცვლად კი საჯარო ტრანსპორტით დადის. ფილმ მატრიცაში აღებული ჰონორარის 80 პროცენტი მსახიობმა გრიმიორებს, სპეც-ეფექტების სპეციალისტებს და სხვა კოლეგებს გადასცა, რომელთა ანაზღაურებაც გაცილებით დაბალი იყო. კიანუმ სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის ფონდი დააარსა. აგრეთვე ის მხარს უჭერს ეკოლოგიურ ინიციატივებს და იბრძვის ცხოველთა უფლებებისთვის.

ჯენიფერ ლოურენსი

პოპულარული მსახიობი ფულს გონივრულად ხარჯავს. მოკრძალებული მანქანით დადის, სამოსს ფასდაკლებებზე ყიდულობს, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ მისთვის გართობა გემრიელი საჭმლის მომარაგება და ტელევიზორის ყურებაა. ხშირად ჰონორარებს ქველმოქმედებაში ხარჯავს, მაგალითად, მშობლიურ ქალაქში არსებული საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებას მან ორი მილიონი დოლარი შეწირა.

სარა ჯესიკა პარკერი

მსახიობი ნიუ იორკში ცხოვრობს მოკრძალებულ სახლში. შვილებს ეკონომიურ ცხოვრებას ასწავლის. თავად კერავს ტანსაცმელს, უყვარს მეორადი მაღაზიები. მან აუქციონზე სერიალ ”სექსი დიდ ქალაქში” მთავარი გმირის, კერი ბრედშოუს ფეხსაცმელი გაყიდა და ფული მუსიკის და ხელოვნების სკოლაში გადარიცხა.

კეიტ მიდლტონი

კეიტს დაბალბიუჯეტიანი ბრენდები უყვარს, ისეთები როგორიცაა ზარა, ჰობს და H&M. ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს. ის ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, ვეტერანების, უსახლკაროების და სხვა ჩაგრული ფენების საკითხით არის დაინტერესებული და აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ინიციატივებში.

კვენტინ ტარანტინო

რეჟისორი ხშირად ეხმარება სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიების დროს დაზარალებულ ადამიანებს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება