"კარგ ღვინოს სამი ლიტრის დალევა არ სჭირდება" - გაიცანით, მეღვინე და ღვინის მოყვარული ცნობილი ქართველები

"კარგ ღვინოს სამი ლიტრის დალევა არ სჭირდება" - გაიცანით, მეღვინე და ღვინის მოყვარული ცნობილი ქართველები

საქართველო ღვინის ქვეყანაა. ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა - ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება. ჩვენი ქვეყანა ქვევრის ღვინით არის სახელგანთქმული. ქართული ღვინის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად XIX საუკუნე მიიჩნევა. ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა.

ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. რას ნიშნავს ღვინო ცნობილი ქართველებისთვის, ამას მათგან შეიტყობთ:

მომღერალმა ლაშა ღლონტმა ერთი წლის წინ, ღვინის წარმოება დაიწყო. "აპრილი" ევროპული ტექნოლოგიით არის დამზადებული და ექსპორტზე გადის. ღვინო ლაშა ღლონტის საყვარელი სასმელია.

- ღვინო ძალიან მიყვარს. რაც შეეხება იმას, რომელ სახეობას ვანიჭებ უპირატესობას, გააჩნია რა ხასიათზე ვარ, რომელ ქვეყანაში ვარ და წელიწადის რა დროა. ასევე კულინარიულ დატვირთვასაც აქვს მნიშვნელობა. ხაშლამას კახური ღვინო უხდება, იმერულ სუფრას კი ციცქა ცოლიკაური. ცოტა ხნის წინ საკუთარი ღვინის წარმოება დავიწყე. ჩემი შვილიშვილი დაიბადა აპრილში და ამიტომაც ჰქვია ჩემს ღვინოს აპრილი. ეს საქმე ჩემს მეგობართან, კახა ჭოტიაშვილთან ერთად წამოვიწყე. კახა ქვევრის ღვინის წამყვან ძალად ითვლება საქართველოში.

- რითი არის თქვენი ღვინო გამორჩეული?

- ჩემს ღვინოს კენკრის გემო დაყვება. მისი მირთმევა ნუგბართან და სტეიკთან ერთად უგემრიელესია. აპრილის სურნელი დავიჭირე ამ ღვინოში და მიხარია უცხოელებსაც რომ მოსწონთ.

- სუფრა ღვინის და თამადის გარეშე წარმოუდგენელია, ხშირად გიწევთ თამადობა?

- არ მიყვარს თამადობა. შესაბამისად, იშვიათად ვთამადობ, ვისაც როგორ უნდა ისე ქეიფობს, მაგრამ დაშტამპული სადღეგრძელოები არ მიყვარს.

სამი წლის წინ დაიწყო ღვინის წარმოება, ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ. მართალია, ეს საქმე ინტერესის გამო წამოიწყო, მაგრამ ბიზნესად გადაექცა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება