ვარსკვლავების ნივთები, რომლებიც დაუჯერებელ ფასად იყიდეს ფანებმა

ვარსკვლავების ნივთები, რომლებიც დაუჯერებელ ფასად იყიდეს ფანებმა

ფანები თავის კერპებთან სიახლოვის გამო ხშირად წარმოუდგენელს აკეთებენ - მათ გამოყენებულ ნივთებს და სხეულის ნაწილებსაც კი ყიდულობენ და თან საკმაოდ დიდ ფასად. წარმოგიდგენთ ასეთი შემთხვევების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს.

1. წყალს, რომელშიც სომხეთში გამართული კონცერტის დროს კანიე უესტი ჩავიდა, ადგილობრივი მოსახლეობა ონლაინ გაყიდვების საიტ ”იბეიზე” ლიტრს ათ დოლარად ჰყიდდა.

2. ფარელ უილიამსის ქუდი რესტორნების ქსელმა Arbys-მა 44 100 დოლარად შეიძინა.

3. ჯასტინ ბიბერის თმები 40 000 დოლარად გაიყიდა.

4. ჭუჭყიანი სპორტული ბუსტჰალტერი, რომელსაც ჯენიფერ ლოურენსი ატარებდა ფილმის ”ვერცხლისფერი პიესები” რეპეტიციებზე, 3 175 დოლარად გაიყიდა.

5. ჯონ ლენონის კბილი 30 000 დოლარად შეიძინა კანადელმა სტომატოლოგმა. სტომატოლოგმა მაიკლ ზუკიმ განაცხადა, რომ კბილი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ აპირებს თავის კლინიკაში სუვენირად გამოფინოს.

6. სკამი, რომელზეც ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი იჯდა, როდესაც ჰარი პოტერის პირველ ორ წიგნზე მუშაობდა, 394 000 დოლარად გაიყიდა.

7. ერთ დღეს რიანამ ლოს ანჯელესში, სტადიონზე დაცვის თანამშრომელის ტელეფონი გატეხა შემთხვევით, რომლის უკანა პანელზეც შემდეგ ხელი მოუწერა. ამან საშუალება მისცა ”დაზარალებულს” მობილური 65 000 დოლარად გაეყიდა.

8. ლეგენდარული ქანთრის მომღერლის, ვილი ნელსონის მოჭრილი კიკინები 37 000 დოლარად გაიყიდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება