გაიცანით წყვილი, რომელმაც დაქორწინება "coldplay"-ს კონცერტზე გადაწყვიტა

გაიცანით წყვილი, რომელმაც დაქორწინება "coldplay"-ს კონცერტზე გადაწყვიტა

ქართველმა მორაგბე გიორგი ტალახაძემ საკუთარ რჩეულს ხელი "coldplay"-ს კონცერტზე სთხოვა. ლიკუნა კუტალაძის და გიორგი ტალახაძის სასიყვარულო ურთიერთობა 4 წელს ითვლის და წყვილი მალე ულამაზესი ქორწილის გადახდასაც გეგმავს. ქართველი მორაგბის რჩეული 21 წლის იურისტია.

ლიკუნა კუტალაძე, საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ "რეიტინგს" ესაუბრა.

- ლიკუნა, სად გაიცანით გიორგი?

- გიორგი, 4 წლის წინ საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. მაშინ ის საფრანგეთში თამაშობდა და ნაკრების შეკრებაზე, რამდენიმე დღით იყო ჩამოსული საქართველოში. გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ფეისბუქზე დამამატა. ამას დაემთხვა ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე და ამ დღესასწაულებმა შეუწყო ხელი ჩვენი ურთიერთობის განვითარებას. ამ პერიოდში გიორგიმ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. მას შემდეგ ერთად ვართ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება