გოდერძი ჩოხელის ცხოვრების უცნობი დეტალები - ფილმის "ცასწავალა" ჩვენება ლონდონში გაიმართა

გოდერძი ჩოხელის ცხოვრების უცნობი დეტალები - ფილმის "ცასწავალა" ჩვენება ლონდონში გაიმართა

ლონდონში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის "ცასწავალა" ჩვენება მოეწყო. მიღება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველს საელჩოში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა მიმართა. კინოსურათი კი თავად ავტორმა და რეჟისორმა მარიამ ადამაშვილმა წარმოადგინა, რომელმაც გოდერძი ჩოხელის მოღვაწეობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

სურათი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ასახავს და სახელწოდება "ცასწავალა", რეჟისორმა სიმბოლურად გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით უწოდა. მასში გამოყენებულია მწერლისა და რეჟისორის ოჯახის საარქივო ვიდეო და ფოტომასალა. კინოსურათში გოდერძი ჩოხელს იხსენებენ მისივე ლექტორები, მეგობრები და თანასოფლელები, მათ შორის რეჟისორები ლანა ღოღობერიძე და რეზო ჩხეიძე, ასევე კოსტუმებისა და კინომხატვრები, რომლებიც გოდერძი ჩოხელთან ერთად მუშაობდნენ ფილმებზე. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ იქმნებოდა გოდერძი ჩოხელის ფილმები, როგორი იყო ის, როცა წერდა და ასევე მწერლისა და რეჟისორის ცხოვრების ბევრი სხვა უცნობი დეტალი.

მარიამ ადამაშვილი ინგლისში ლონდონის კინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კურსს ესწრება დოკუმენტური კინოს შესახებ. მისი ფილმები არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება