კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
12:27 / 19-06-2017
პრინცესა დიანას მოგონებებიდან: "თაფლობის თვის დროს ვენების გადაჭრა მინდოდა"
ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ პრინცესა დიანამ გააკეთა ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ენდრიუ მორტონმა სკანდალური ბიოგრაფია "დიანა: მისი რეალური ისტორია" დაწერა. დიანამ ავტორისგან მოითხოვა, რომ წიგნის შექმნაში მისი ჩართულობა გაესაიდუმლოებინა. მორტონმა დიანას გარდაცვალებამდე სიტყვა შეასრულა. თუმცა 20 წლის შემდეგ, პრინცესას ჩანაწერების სტენოგრამა ხელახლა გამოცემული ბიოგრაფიის ნაწილი გახდა და მასზე უფრო შოკისმომგვრელი ფაქტები გამოიკვეთა.

დიანას მოგონებების მიხედვით, მას საშინელი თაფლობის თვე ჰქონდა. ის და პრინცი ჩარლზი ბროდლენდში წავიდნენ, სადაც თაფლობის თვის პირველი ნახევარი უნდა გაეტარებინათ. "ბროდლენდში რომ ჩავედით,
საღამოს ფილოსოფოს ვან დერ პოსის წიგნები მოიტანეს, შვიდი წიგნი. ჩარლზი მათ ხმამაღლა კითხულობდა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით განგვეხილა და გაგვეანალიზებინა წიგნები ყოველდღე".

თაფლობის თვის მეორე ნახევარი სამეფო იახტის ბორტზე გაგრძელდა. თუ გგონიათ, რომ ეს რომანტიკული მოგზაურობა იყო, ცდებით. იახტა სავსე იყო მაღალი სტატუსის სტუმრებით, 21 ოფიცერით და კიდევ 256 ადამიანით. მაგიდასთან ფრაკებით სხდებოდნენ და სანამ მიირთმევდნენ, გვერდით ოთახში სამეფო ორკესტრი უკრავდა საომარ მარშს.
"ყოველდღე მე და ჩარლზს ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება უნდა გაგვერთო, ამიტომ საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩებოდა. მივხვდი, რომ ვერ მოვახერხებდი ასეთ სიტუაციასთან გამკლავებას... ამ დროისთვის ჩემი ბულემია უკონტროლო იყო. დღეში ოთხჯერ შეტევა მემართებოდა. რაც ხელში მომხვდებოდა, ეგრევე ვჭამდი და რამდენიმე წუთში გული მერეოდა. რასაკირველია, ეს ხასიათის ცვლილებებს იწვევდა. იახტიდან შოტლანდიაში გადავედით, სამეფო რეზიდენციაში. ყველა იქ იყო ჩვენს შესახვედრად და სწორედ იქ ავფეთქდი" - იხსენებდა ჩანაწერებში ლედი დიანა.

"ჩარლზს არ ვენდობოდი, მეგონა, რომ კამილას ყოველ ხუთ წუთში ურეკავდა, რომ ეკითხა, რა ექნა ამ ქორწინებისთვის. იმისთვის, რომ დამხმარებოდა, ჩარლზმა ლორენს ვან დერ პოსტი მომიგზავნა. მაგრამ ვერც იმან გამიგო. სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ჩემთვის მდგომარეობა. ჩარლზს სულ სეირნობა უნდოდა. ის თვლიდა, რომ არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მაღალ მთაზე ჯდომა და ჩემთვის ლორენს ვან დერ პოსტის ან კარლ იუნგის ნაშრომების კითხვა...

...ჩარლზი გიჟდებოდა დედაზე, რიდი ქონდა მამის, მე კი მისთვის ყოველთვის მესამე ადამიანი ვიყავი... არასოდეს უთქვამს "ძვირფასო, გინდა დალევა?", ყოველთვის ამბობდა: "დედიკო, გსურთ დალევა? ბებია, გნებავთ დალევა? დიანა, შენ?". მე კი სულელურად სულ მეგონა, რომ ცოლი პირველ ადგილზე უნდა მდგარიყო. ბალმორალეში აგვისტოდან ოქტომბრამდე გავჩერდით. იმდენად დათრგუნული ვიყავი ის დღეები, სულ ვიკლებდი და ვიკლებდი წონაში. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ვენები გადამეჭრა..." - ნათქვამია ლედი დის მოგონებებში.

მომზადებულია marieclaire.ru-ს მიხედვით
18:53 / 21-06-2017
irina
2
tqventhis zveli garagebias etkoba ar ykvarde qmari. amaze didi ybedyreba are arsebobs da bolOs vin sheykvardeboda ra mnishvneloba qonda
14:09 / 20-06-2017
brola*
8
რა იოლი ნათქვამია ვერ იყო გულგრილი მუსლიმი მამაკაცების მიმართო - მერე და ვინ დააყენა მაგ რეალობის წინაშე? - იმ ცხენქალა კამილაზე შეყვარებულმა ჩარზმა არა?
- ვინც დააფასა და შეიყვარა სწორედ იმათ გაყვა როგორც ქალი (თორე როგორც ცოლი არ დააცადეს) - ის პაკისტანელი იყო თუ დოდი ალ ფაიედი
მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ პრინცესა დიანას ნაკლებად ცნობილ ფოტოებს (ფოტოგალერეა)
ფოტოგრაფებს მკაცრად ეკრძალებოდათ პირველი ლედის გადაღება სიგარეტით ხელში
პირველი შვილების გაჩენისას, ორივე პრინცესა სამშობიაროდან ძალიან მსგავსი კაბებით "გამოეწერნენ"
შვიდი წლის ასაკში ბავშვს ყველაზე ადრეული მოგონებები ავიწყდება
ასეთივე კატეგორიული განცხადება გააკეთა ლუსიამ დოდი ალ-ფაედის შესახებაც - "დიანა არ იყო მასზე შეყვარებული"
"იცით, ვინ შეძლო განუმეორებელი სტილის შექმნა? - პრინცესა დიანამ. მისი იმიჯი ყოველთვის სწორად იყო შერჩეული"
ახალმა მონაცემებმა შესაძლოა, ავტოკატასტროფის ოფიციალური მიზეზი შეცვალოს
მრავალი წლის წინ მსგავს ტურნეში პრინცესა დიანა 10 თვის უილიამთან ერთად გაემგზავრა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49