კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
13:22 / 19-06-2017
ცნობილი წამყვანის უცნობი გატაცება - ნიკა ლომიძე ფანტასტიკურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის
არც ისე დიდი ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო, თუმცა არც წლების შემდეგ კარგავს წარსულში ცნობილი ტელესახე პოპულარობას. ნიკა ლომიძე დღეს საკუთარი სარეკლამო კომპანიის მფლობელია, როგორც იტყვიან, კადრს მიღმა საქმიანობს. ბოლო დროს კი საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა - ხელნაკეთ ნამუშევრებს ქმნის, კერძოდ, დეკორატიულ სანათებს...
18 ივნისს თავისი ხელით შექმნილი ნივთების გამოფენა მოაწყო, რაც საკუთარ იუბილეს დაამთხვია. დამთვალიერებელმა ნამუშევრები მოუწონა და შეაქო...
"ჩემი ძირითადი საქმიანობა დღეისთვის რეკლამაა. დაძაბულ რეჟიმსა და გადაღლილობაში უეცრად აღმოვაჩინე, რომ საქმე, რასაც ხელნაკეთი ნივთების შექმნაა ჰქვია, მაწყნარებს, თან, გამომდის კიდეც. ეს ნივთები სანათებია", - ამბობს ნიკა.
ნამუშევრების შექმნისას სხვადასხვანაირ მასალას იყენებს. გადაყრილ ნივთებს, ძველ მილებს, ჭანჭიკებს, წიგნებს, თიხას და კიდევ ბევრ მასალას. "ჩემმა მეგობრებმა იციან, თუკი რამ ძველი ნივთი აქვთ, არ უნდა გადააგდონ, ჯერ მე უნდა მკითხონ, - გამოგადგება თუ არა რამეში... თავიდან ერთი ნივთი ვცადე, რა გამოვა-მეთქი? მუშაობის პროცესმა, რაღაც დამაწყნარა, თან, რაც გავაკეთე, თვითონ მომეწონა. მერე მეგობრებისგან დადებითი გამოხმარება მოჰყვა, ესეც სტიმული იყო და წავიდა და წავიდა... ჰოდა, ახლა ინტენსიურად ვმუშაობ, მაგრამ ისე არ არის, რომ ეს საქმიანობა ჩემი პროფესიაა ან ბიზნესი და ამ მიმართულებით გადავერთე, არა, სუფთა ჰობია".
- თუმცა, ამ საქმეს შემდგომი განვითარება რომ ჰქონდეს, არ იქნება ურიგო...
- ჩემი მეგობარი ლონდონიდან იყო ჩამოსული და მეჩხუბა, ხომ არ გაგიჟდი, ამის ასე დატოვება როგორ შეიძლება?! საიტი მაინც შექმენი, ატვირთე იქ ყველაფერი და რაღაც ფორმა მიეციო. არადა, ყველაფერი ჯერ ოფისში მიყრია... თუმცა მივხვდი, რომ ასე როდემდე უნდა ეყაროს და აი, პირველი ნაბიჯი უკვე ეს გამოფენაა... ნამუშევრები დენში ჩვეულებრივად ირთვება. ის დატვირთვა არ აქვს, რომ დადგა და წიგნი წაიკითხო, დეკორატიული მნიშვნელობა აქვს, ინტერიერს ალამაზებს.
ყველა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, ყველას რაღაც ხასიათი აქვს. იმდენად სხვადასხვანაირია, რომ ალბათ მათში ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისას.
- როგორც ვატყობ, წიგნები აქტიურად გაქვს გამოყენებული.
- კი, ძველ წიგნებს ვიყენებ, ისეთებს, რომელსაც არავინ წაიკითხავს, მაგალითად, მამაჩემის ბიბლიოთეკიდან სულ ასეთი ლიტერატურა გამოვზიდე. ჩემმა მეგობარმაც მომცა უამრავი ასეთი წიგნი...
- მეუღლე, თეა გობეჯიშვილი რას გეუბნება?
- თეამ რამდენიმეს თვალი უკვე დაადგა და თავის სახელიც დაარქვა, - ჩემიაო. მოსწონს ნიტასაც, გადარეულია და აქტიურად მეხმარება. ერთი ფიგურა თვითონ გამიკეთა, უცნაურია, მაგრამ მასაც კარგად გამოუვიდა.
- როგორც მახსოვს, პროფესიით არქიტექტორი ხარ. ალბათ ეს პროფესიაც გეხმარება ამ საქმიანობაში.
- კი, არქიტექტორი ვარ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა კულტურაა და ჩემს პროფესიასთან ძალიან შორს არის. საერთოდ, მეგონა, რომ მიუწვდომელი იქნებოდა ჩეთვის ეს მიმართულება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, შესაძლებელია და მომწონს.
- ე.ი. ნიტასაც მოსწონს მამის საქმიანობა... რას ნიშნავს ნიტა შენს ცხოვრებაში და თავად რას აკეთებს ახლა?
- ნიტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ყველაზე კარგი "ნამუშევარია", ნიტაც უნდა გამოვფინო (იცინის)...
რამ ის საქმიანობას
ეხება, ვიტყვი, რომ ნიუ-იორკის ჯოფრის ბალეტის სკოლაში პორტფოლიო გავაგზავნეთ და დაფინანსება უკვე მიიღო. ჰოდა, ცოტა ხანში, ერთი თვით ნიუ-იორკში მიემგზავრება, მიიწვიეს. გაეცნობა იქაურობას, ნახავს, თუ მოეწონება, გააგრძელებს იქ სწავლას.
მინდა, რომ იქ დაამთავროს და ისწავლოს სერიოზულ გამოცდილებას მიიღებს, თან, ნიუ-იორკი ამისთვის ყველაზე საინტერესო ადგილია. თუმცა თვითონ მსახიობობა უნდა და ცეკვაც... მშობლები იმ აზრზე ვართ, რომ საბოლოოდ, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მგონი, იქამდე მივიდა, რომ ორი სფერო გააერთიანოს - ცეკვა და მსახიობობა, რაც უკვე მიუზიკლი გამოდის... მოკლედ, ვნახოთ...
- ნიჭიერი და ცნობილი გოგონაა ნიტა...
- ახლა უკვე როგორც ნიტას მამა ასე მიცნობენ. როგორც ყველა მამას, შვილის წარმატება მეც მეამაყება და მიხარია. "მამა ნახე, მამა ნახეო" - ეგ არის (იცინის)...
- ნიკა, წარსულის ნოსტალგია არ გაქვს...
- მაგის გარეშე არ შეიძლება, უფრო ტელევიზიის ნოსტალგია მაქვს. სიამოვნებით გავაკეთებდი გადაცემას, ვიქნებოდი წამყვანი. ადრე უფრო მიწყნარებული იყო ეს გრძნობა და ახლა ვატყობ, რომ გააქტიურდა... ხალხი ქუჩაში რომ მხვდება, მეუბნება, - რატომ არსად ჩანხარ, გვენატრებიო...
- სამაგიეროდ, თეა ჩანს ეკრანზე, - "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრია...
- მას ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ბედნიერია, რომ ასეთი პროექტები არსებობს, რომ ზოგადად ცეკვა პოპულარული გახდა. როგორც ყოველთვის, აქტიურად მუშაობს, თავის სტუდიაში ასწავლის ბავშვებს და მუშაობს ანსამბლთან...
- რას ეტყოდი მონატრებელ მაყურებელს?
- მონატრებული მე უფრო ვარ (იღიმის)... ვგიჟდები ამ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე მიზიარებენ და მინაწილებენ, მჩუქნიან, გამოხატავენ ჩემ მიმართ სითბოს და სიყვარულს... მიყვარხართ...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
09:13 / 20-06-2017
moqalaqe
0
ნიკა და თეა! რა კარგი იქნებოდა, მეტი შვილები რომ გაგეჩინათ.
08:31 / 20-06-2017
koki
9
ეს ეპოქაში ჩარჩენილი უინტერესო ხაჩიძე საიდან მოხვდა კადრში. რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება მასმედიაში ისა ჯობია . ეტყობა რაღაც განდიდების მანია აწუხებს ამ საცოდავს.
maia
0
20 ივნისი 2017 09:33
აი რა არის ეს? რამხელა სიძულვილს ატარებთ. ჩაისუნთქეთ ღრმდ და ამოისუნთქეთ 20 ჯერ.
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| ნიტა ტელეწამყვან ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილია
ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილი ნიტა ლომიძე 10 წლისაა და V კლასის მოსწავლეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:40 / 26-09-2017  Image ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი ინფორმაცია
16:41 / 26-09-2017  Image "მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ
"როცა კომაში ვიყავი, თქვენ არ იცით, იქ რა საოცრებები ვნახე..."
22:00 / 26-09-2017  Image Lingwing.com - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც უცხო ენების შესწავლას საოცრად გაგიმარტივებთ

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თავბრუდამხვევმა სისწრაფემ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო შეცვალა

16:38 / 25-09-2017  Image ვისზე იყო დაქორწინებული 40-იანი წლების თბილისის ყველაზე ლამაზი ქალი, ბუბუსია თვალავაძე
როგორც გიზო ნიშნიანიძე თავის მოგონებებში იხსენებს, ბუბუსიას თბილისში "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ
15:59 / 26-09-2017  Image 6 კითხვა, რომელსაც ქრისტე მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს დაუსვამს
როცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანი, განვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49