"X ფაქტორი" კულმინაციას უახლოვდება - დღევანდელ შოუში ერთი წამი არ უნდა გამოტოვოთ!

"X ფაქტორი" კულმინაციას უახლოვდება - დღევანდელ შოუში ერთი წამი არ უნდა გამოტოვოთ!

"X ფაქტორში" ბრძოლა გამარჯვებისთვის დღეს გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს გახდება ცნობილი, შოუს 5 კონკურსანტიდან, ვინ მოხვდება პროექტის ნახევარფინალში.

მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში ამ დრომდე რჩებიან:

თამარ ედილაშვილი - 0 903 300 302

სანდრო კურცხალიძე - 0 903 300 304

Mix2ra - 0 903 300 305

სოფო საჟინიანი - 0 903 300 306

გრიგოლ ყიფშიძე - 0 903 300 308

დღევანდელ შოუში, "X ფაქტორის" მონაწილეები ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ - ცნობილ საუნდტრეკებს და სუპერ ჰიტებს!

ყველაზე მეტად, ამ სეზონზე გიორგი გაბუნიას გაუმართლა. სხვა მენტორებისგან განსხვავებით, გიორგი გამარჯვებისთვის მისი გუნდის უცვლელი შემადგენლობით - 2 წევრით იბრძვის. შესაბამისად, თამარ ედილაშვილს ან გრიგოლ ყიფშიძეს, ნახევარფინალში მოხვედრა გარანტირებული აქვთ.

მაყურებლის დაბალი აქტიურობის გამო, პროექტი ისეთმა კონკურსანტებმა დატოვეს, როგორებიც მაგდა ვასაძე და მერაბ ამზოევი არიან. შესაბამისად, დარჩენილ კონკურსანტებს, გულშემატკივრების აქტიურობა განსაკუთრებულად სჭირდებათ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება