"ბონდარენკომ სულ თავისი ხელით დაკრიფა შავი ბალი" - დაათვალიერეთ დავით ოქიტაშვილის აგარაკი

"ბონდარენკომ სულ თავისი ხელით დაკრიფა შავი ბალი" - დაათვალიერეთ დავით ოქიტაშვილის აგარაკი

"სტანისლავ ბონდარენკო, ლაიმა ვაიკულე და სხვები არიან ჩემთან ნამყოფი წყნეთში... მათ რა უნდა გაუკვირდეთ, ლაიმას არნახული აგარაკი აქვს, მაგრამ ჩემი აგარაკითაც მოიხიბლა... სტანისლავი გაგიჟდა, სულ თავის ხელით დაკრიფა შავი ბალი. ეზოში გვიანობამდე ვთამაშობდით ჯოკერს და მერე სულ მირეკავდა, როდის ჩამოვალ, ერთად რომ წავიდეთ წყნეთშიო... ვინც კი ყოფილა ყველას სურს, ისევ მოვიდეს!" - დავით ოქიტაშვილი წყნეთში თავისი ხელით შექმნილ ოაზისზე გვესაუბრა...

- ჩემი აგარაკი წყნეთში მდებარეობს. ოცი წლის წინ აჩიკო მეფარიძის მამის - შოთა მეფარიძის დახმარებით ნაკვეთი შევიძინეთ და ნელ-ნელა ავაშენეთ... მახსოვს, თბილისის ზღვაზე იყო სათბური, სადაც ერთი კაცი მუშაობდა, რომელსაც გოგი პაპას ვეძახდით. მისგან შევიძინეთ და მოვაშენეთ ეს ყვავილები. გვასწავლა თუ როგორ უნდა მოგვევლო და ზუსტად ისე მოვიქეცით, არაფერი არ შეგვიცვლია.

- ზაფხულში ალბათ ბევრი სტუმრები გყავთ...

- რასაკვირველია! მე და ჩემს მეუღლეს სტუმარი იმდენად გვიყვარს, სტუმარი რომ ჩემს სახლში არ მოვიდეს, ეგეთი არც მინდა! ეს არ ეხება მხოლოდ წყნეთის სახლს, იგივეს ვამბობ თბილისის სახლზეც! თუმცა ადამიანებს წყნეთში უფრო უყვართ მოსვლა. ყველა სტუმარი მახარებს, ხომ გაგიგონიათ - მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო... ცნობილი ადამიანებიდან ძალიან ბევრი ყოფილა ჩემთან წყნეთში, მეშინია რომ დავასახელო, ვინმე არ გამომრჩეს. მეხუმრებიან, მოდი აქ პატარა სცენა გავაკეთოთ და თბილისში რომ მალე ღამის 12 საათის შემდეგ ხმაური იკრძალება, შენთან გადმოვინაცვლოთო... ვუთხარი, აქ კიდევ მეტად სჭირდება სიწყნარე ხალხს, დასასვენებლად არიან ამოსულები-მეთქი...

- ყვავილებს თქვენც უვლით, თუ მხოლოდ თქვენი მეუღლე?

- ძალიან სასიხარულოა, ადამიანი რომ შენი ხელით რამეს დარგავ, ის შემდეგ გაიზრდება და გაიხარებს! ყვავილები სულ ჩემი ხელით დავრგე... ძალიან დიდი ბედნიერება იყო, მიწა რომ ამოვთხარეთ და გოგირდის ცივი წყალი ამოვიდა. ამ წყლით რომ ვრწყავდი, ყვავილები ძალიან ხარობდა. მერე წყალი წავიღე, შევამოწმე და სასმელადაც ვარგისი აღმოჩნდა.

- თუ გაქვთ იშვიათი ჯიშის ყვავილები?

- არა! არ მიყვარს არც იშვიათი ადამიანები და არც იშვიათი ყვავილები! (ეს ნახევრად ხუმრობით)... ერთადერთი აჭარიდან მაჩუქა მეგობარმა ვარდისფერი, ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათ ყვავილად ითვლება... მართლაც ულამაზესია!

ეზოში ბალი გვაქვს, ალუბალი, ალუჩა, ზღმარტლი, ვენახის პატარა კუთხე... რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ეზოში 76 ძირი ნაძვის ხეა!

ყველაზე დიდი სიხარული იყო ჩემთვის, მეზობლად რომ მყავდა ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი. სოფიკოს დამსახურებაა, გზა რომ შევიყვანეთ, წყალი გაკეთდა... სოფიკოს ყველაფერი ეხერხებოდა! ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო - რემონტი, კაფელის დაგება, ბაზარშიც ერთად დავდიოდით... იხილეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება