5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ ”შავ სიას”

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ ”შავ სიას”

“შავი სია” არხ ენბისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია. მისი შექმნისთვის არხი თითო სერიაში ორ მილიონ დოლარს ხარჯავს. წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, რის გამოც შოუ ყველამ უნდა ნახოთ და რის გამოც ლეგიტიმურად იხარჯება გიგანტური ბიუჯეტი.

1. ჯეიმს სპეიდერი მთავარ როლში

სპეიდერი საოცარ დროს ატარებს იმ სცენარის დაღეჭვასა და აღსრულებაში, რომელსაც შოუს შემქმნელები ეპიზოდიდან ეპიზოდამდე აძლევენ. როდესაც ის კადრშია, გავიწყდება ყველა სხვა ლაფსუსი, გავიწყდება მორალი, იმიტომ, რომ მაშინაც კი, როდესაც საშინელ ქმედებებს ჩადის, მაინც საშინლად საინტერესო პერსონაჟად რჩება. ის იმდენად მომხიბვლელია, რომ ყველა საიდუმლოს განდობას მოგანდომებს.

2. მნიშვნელოვანი პერსონაჟების მოულოდნელი სიკვდილი

თუ ”სატახტო თამაშები” ერთადერთი შოუ გგონია, სადაც თქვენ საყვარელ გმირებს დაუნდობლად ისტუმრებენ საიქიოს, კიდევ ერთხელ მოგიწევთ დაფიქრება. მართალია, მთავარი პერსონაჟი რედი ბოლო სერიამდე სავარაუდოდ, ცოცხალი იქნება, მაგრამ მის ირგვლივ არსებული პერსონაჟები მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან.

3. მიწვეული ვარსკვლავები

მთავარი სამსახიობო ანსამბლის გარდა, სერიალში ხშირად შემოდიან ახალი გმირები, რომლებსაც დამსახურებული მსახიობები თამაშობენ. იზაბელა როსელინი, ალან ალდა, ტომ ნუნანი, პიტერ სტრომარი, დაიან უესტი, მერი ლუიზ პარკერი - ეს ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შოუს სტუმრობენ.

4. საინტერესო პერსონაჟები, რომლებიც საშინელებებს ჩადიან

ერთი ანტაგონისტი ხალხს ჟანგბადის ნიღბებით მარხავდა და გაზეთებს უტოვებდა. მეორე - სახეს და დნმ-ს იცვლიდა. ერთი არწმუნებდა ადამიანებს, რომ თავი მოეკლათ და ა.შ.

5. მუდმივი დაძაბულობა და ლოგიკური გაგრძელებები

სეზონში 22 ეპიზოდია, მაგრამ მათგან არცერთია ეგრეთ წოდებული "სივრცის შესავსები" სერია, ყველა მთავარი სიუჟეტის შენებაში იღებს მონაწილეობას. გამოძიებები მუდმივად მოულოდნელ შედეგს იძლევა და დაძაბულობა არასოდეს გტოვებს.

მომზადებულია indiewire.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება