სოფო საჟინიანი სტეფანეს "ემუქრება" - რას პასუხობს "X ფაქტორიდან" გავარდნილ კონკურსანტს მენტორი

სოფო საჟინიანი სტეფანეს "ემუქრება" - რას პასუხობს "X ფაქტორიდან" გავარდნილ კონკურსანტს მენტორი

მეგაშოუ "X ფაქტორი" თანდათან დასასრულისკენ მიდის და შესაბამისად, სულ უფრო იძაბება განწყობა პროექტის მონაწილეებსა თუ მაყურებელში. 19 ივნისს მეოთხე ლაივშოუზე იმ ოთხი კონკურსანტის ვინაობა გაირკვა, რომლებიც პირველობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. პროექტი სოფო საჟინიანმა დატოვა, რომლისთვისაც გადამწყვეტი სოფო ნიჟარაძის "არა" აღმოჩნდა.

პროექტიდან გაგდებულმა საჟინიანმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა ერთ-ერთი მენტორის სტეფანე მღებრიშვილის შეფასების გამო. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მენტორის შეფასება, რომელმაც სოფოს მიერ შესრულებულ სიმღერაში ინდივიდუალიზმი ვერ დაინახა. სოფო საჟინიანი სტეფანეს "დაემუქრა" კიდეც:

"პროექტიდან წასვლის შემდეგ, ვაპირებ აქტიურად ვიმუშაო საკუთარ თავზე, ჩავწერო ახალი სიმღერები, რომელსაც პირველ რიგში სტეფანეს გავუგზავნი. მან თქვა, სოფოს სიმღერაში ინდივიდუალიზმს ვერ ვგრძნობო, ამიტომ მოისმინოს ის სიმღერები, რომელიც ჩემია და ვნახოთ თუ არ დაინახავს ინდივიდუალიზმს. გულზე მომხვდა ეს ნათქვამი.

ჩავწერ ჩემს სიმღერებს და პირველ რიგში, სწორედ სტეფანეს გავუგზავნი. შეუძლებელია იმღერო ბიორკი შენებურად, რადგან ეს ურთულესი კომპოზიციაა. სულ ვკანკალებდი ერთი ნოტიც რომ არ დამეკარგა, მე ეს შევძელი და დღეს საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ხალხი ყველაფერს ხვდება...." - აღნიშნა კონკურსანტმა ჩვენთან საუბრისას.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ აფაასებს სტეფანე მღებრიშვილი შოუდან გაგდებული კონკურსანტის განაწყენებულ კომენტარს, თუმცა მან საჟინიანის განცხადებაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

"რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? მე მაქვს ჩემი სამუშაო და ვაკეთებ ჩემს საქმეს. საწყენია, რომ სოფო ჩემზე ნაწყენი არის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ პროექტის მონაწილესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნას" - აღნიშნა სტეფანემ ჩვენთან საუბრისას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება