GEM FEST-სა და "რადიო ენერჯის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GEM FEST-სა და "რადიო ენერჯის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ელქტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-სა და "რადიო ენერჯი" FM 104.7-ს შორის ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია და პრესკონფერენცია "რადიო კაფეში" გაიმართა.

რადიოსადგური ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-ის საერთაშორისო საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და აზიის ქვეყნებში, რაც გაცილებით მეტი ტურისტის ვიზიტს ნიშნავს ანაკლიასა და განმუხურში.

"მოხარული ვარ, რომ "რადიო ენერჯი" საქართველოს შუამდგომლობით, NRJ-ის ცენტრალურმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწიოს ყველაზე პოპულარულ ქართულ ფესტივალს და ამ მხარდაჭერით კიდევ უფრო გაზარდოს GEM FEST-ის ცნობადობა. რაც რადიო NRJ-ის მრავალმილიონიან მსმენელთა შორის ევროპის ქვეყნებში საქართველოს უფრო მიმზიდველს და საინტერესო გახდის ტურისტებისთვის" - ამბობს გიორგი შარაშიძე, რადიო NRJ-ის დამფუძნებელი საქართველოში.

"3 კვირა დარჩა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალის გახსნამდე, რადიო NRJ ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი მეგობარი და პარტნიორი ხანგრძლივი ვადით და იმედი გვაქვს მუდმივად ასე იქნება. არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმისთვის რომ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაგვიცნოს და ნახოს რას ვაკეთებთ სამეგრელოს ამ ორ ულამაზეს სოფელში, განმუხურსა და ანაკლიაში" - აღნიშნავს გიორგი სიგუა, GEM FEST-ის დამფუძნებელი.

ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში რადიო NRJ-ის სტუდია GEM FEST-ის ტერიტორიაზე განთავსება და მაუწყებლობას ანაკლიიდან განაგრძობს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება