"ეს ყველაზე საშინელი სურათია რაც შეიძლება მენახა..." - ატირებული ჟიური და ყველაზე დრამატული ლაივი "X-ფაქტორში"

"ეს ყველაზე საშინელი სურათია რაც შეიძლება მენახა..." - ატირებული ჟიური და ყველაზე დრამატული ლაივი "X-ფაქტორში"

მუსიკალური მეგა-შოუ "X-ფაქტორი" კულმინაციას უახლოვდება, შესაბამისად პროექტში დაძაბულობა პიკს აღწევს.

დრამატული და ამაღელვებელი გამოდგა 26 ივნისის ნახევარფინალი. ლაივის დასასრულს, მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუთსაიდერებში გიორგი გაბუნიას ორი კონკურსანტი ბავშვების კატეგორიიდან - თამარ ედილაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე აღმოჩნდნენ. ყველასთვის მოულოდნელად, მკაცრი და უხეში იმიჯის მქონე მენტორმა, შოუს ამ ეპიზოდში ემოციების გაკონტროლება ვერ შეძლო და ატირდა.

გაბუნიას მსგავსად ემოციურად შეხვდნენ მაყურებლის გადაწყვეტილებას ჟიურის წევრები, ლელა წურწუმიამ და სოფო ნიჟარაძემაც ვერ შეიკავეს ცრემლები.

იხილეთ დრამატული ნახევარფინალის კადრები

"ეს არის სურათი, რომლის ნახვაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, ამ ბავშვების გამო რადგან თამარი და გრიგოლი უახლოესი მეგობრები არიან, რეპეტიციაც კი ცალ-ცალკე არ გაუტარებიათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდნენ აქამდე და ეს ყველაზე საშინელი სურათია რაც შეიძლება აქ დამენახა... გრიგოლმა მითხრა რამდენიმე დღის წინ, არ მინდა თამართან ერთად მოვხვდე აუთსაიდერებში და ისე რომ მოხდეს მან დატოვოს, ძალიან დამნაშავედ ვიგრძნობ თავსო... მე ამ არჩევანს ვერ გავაკეთებ... ძლივს ვლაპარაკობ... მე მართლა ვგრძნობ თავს მშობელივით, რომელსაც ეუბნებიან შვილებიდან ერთ-ერთი აარჩიეო... მეტირება მართლა..." - განაცხადა გიორგი გაბუნიამ და გადაწყვეტილების მიღება მის კოლეგა მენტორებს სთხოვა...

კონკურსანტების ბედი სტეფანემ გადაწყვიტა - მან პროექტში გრიგოლ ყიფშიძე დატოვა, თამარ ედილაშვილს კი დაემშვიდობა... შესაბამისად, "X-ფაქტორში" პირველობისთვის ბრძოლას სანდრო კურცხალიძე, "მიX2რა" და გრიგოლ ყიფშიძე განაგრძობენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება