30 ივნისს ჰიპ-ჰოპ სერიები BLOK9 სეზონს ხურავს

30 ივნისს ჰიპ-ჰოპ სერიები BLOK9 სეზონს ხურავს

პარასკევს საკონცერტო დარბაზში SPACEHALL დეტროიტელ არტისტს, ILLA J-ს მოუსმენთ.

ILLA J - დეტროიტელი ჰიპ-ჰოპ არტისტი თბილისს BLOK9-ის ფარგლებში ეწვევა.

2012-2015 წლებში ის ლეგენდარული ჯგუფის Slum Village-ის წევრი იყო, ასევე ILLA J ცნობილია მის უფროს ძმასთან, J Dilla-ს თან ერთად ჩამოყალიბებული კოლაბორაციული პროექტით Yancey Boys, რომლითაც ILLA J-მ მისი ძმის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა მოღვაწეობა.

მოგვიანებით კი J Dilla-ს მუსიკალური კატალოგის გამოყენებით, 2013 წელს გამოუშვა ალბომი “Sunset Blvd”, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღეს J Dilla-ს თან ასოცირებულმა ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან Common და Talib Kweli.

2015 წლიდან ის აქტიურად შეუდგა სოლო-კარიერის განვითარებას და ამავე წელს გამოუშვა რიგით მეორე სოლო ალბომი სახელად“ILLA J” რომელშიც შესულია ცნობილი კანადელი პროდიუსერის, Kaytranada-სა და Illa J-ს კოლაბორაცია.

ამ ალბომით ILLA J შეეცადა მისი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებას, რასაც ის 2017 წლის 30 ივნისსდაანონსებული მესამე სოლო ალბომით “Home” აგრძელებს.

Illa J-სთან ერთად SPACEHALL-ის სცენას ქართველი არტისტები დაიკავებენ:

Kazzy Jazz & Jeronimo - ქართულიჰიპ-ჰოპსცენის ვეტერანები, გიორგი ზურაბიშვილი& Cutkill - კოლაბორაცია, რომელიც თანამედროვე ჰიპ-ჰოპისა და მიმდინარეობის კლასიკის ნაზავს ქმნის. Shining & Luna999 - ლეიბლის LTFR-ისწარმომადგენელთა დუეტი.

ჰიპ-ჰოპსერიები BLOK9 ქართული ჰიპ-ჰოპის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ის მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების მიმდინარეობის გარშემო გაერთიანებას და ჰიპ-ჰოპარტისტებისთვის სცენის დათმობას.

30 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება სერიის რიგით მეოთხე კონცერტია. BLOK9-ის მასპინძელი საკონცერტო დარბაზი SPACEHALL-ია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება