რიანა არაბ მილიარდერზეა შეყვარებული - პაპარაცებმა წყვილი ინტიმურ გარემოში გამოიჭირეს

რიანა არაბ მილიარდერზეა შეყვარებული - პაპარაცებმა წყვილი ინტიმურ გარემოში გამოიჭირეს

გუშინ საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც მომღერალ რიანას და მისი ამჟამინდელი ბოიფრენდის ვნებიანი კოცნა იყო აღბეჭდილი. ყვითელი პრესა ფეხზე დადგა იმის გასარკვევად, თუ ვინ არის რიანას ახალი პარტნიორი. როგორც ირკვევა, 29 წლის მომღერლის რჩეული ჰასან ჯამილია, საუდელი ბიზნესმენი, რომელიც აბდულ ლატიფ ჯამილის ოჯახური ბიზნესის პრეზიდენტია. მისი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია.

კომპანია მანქანების მწარმოებელი "ტოიოტას" დისტრიბუციის უფლებებს ფლობს საუდის არაბეთში. ჯამილის ოჯახი ფეხბურთის ლიგის მესაკუთრეცაა, რომელსაც "ჯამილის ლიგა" ქვია. ჯამილების ოჯახის ქონება 1,5 მილიარდი დოლარითაა შეფასებული.

პაპარაცებმა წყვილი ესპანეთში დასვენების დროს, აუზში შენიშნეს. როგორც ირკვევა, ჯამილი რიანამდე სუპერმოდელ ნაომი კემპბელს ხვდებოდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება