250 სტუმარი, 350 პოლიციელი... მესისა და ანტონელას გრანდიოზული ქორწილი

 250 სტუმარი, 350 პოლიციელი... მესისა და ანტონელას გრანდიოზული ქორწილი

30 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, 30 წლის ლიონელ მესისა და 29 წლის ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართა.

ქორწილში 250 სტუმარი იყო მიწვეული, რომელთა შორის, ლიონელისა და ანტონელას ნათესავების გარდა, იყვნენ ფეხბურთელის ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები: ნეიმარი, ლუის სუარესი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, გონსალო იგუაინი, სერხი აგუერო და სხვები.

ქორწილის უსაფრთხოებაზე 350 პოლიციელმა და დაცვის კერძო ფირმამ იზრუნა, მის გაშუქებაზე კი 150 ჟურნალისტი მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ სტუმრებს სთხოვა, საჩუქრების ნაცვლად, თანხა მის საქველმოქმედო ფონდში ჩაერიცხათ, რომელიც ბავშვთა ჯანდაცვასა და განათლებაზე ზრუნავს.

ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ამჟამად წყვილს ორი ვაჟი - 4 წლის ტაიგო და ერთი წლის მატეო ჰყავს.  წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება