სამი ფინალისტი, სამი ტური და ერთი გამარჯვებული! - ნახეთ "X ფაქტორის" გრანდიოზული ფინალი დღეს

სამი ფინალისტი, სამი ტური და ერთი გამარჯვებული! - ნახეთ "X ფაქტორის" გრანდიოზული ფინალი დღეს

სამი ფინალისტი, სამი ტური და ერთი გამარჯვებული! - დღეს "X ფაქტორის" რჩეული გამოვლინდება. მაყურებელმა არჩევანი გრიგოლ ყიფშიძეს, სანდრო კურცხალიძეს და ჯგუფ "Mix2ra"-ს შორის უნდა გააკეთოს.

კონკურსანტების დღევანდელი რეპერტუარი ასეთია: 1. მონაწილის ერთი საუკეთესო სიმღერა 2. The Beatles 3. კონკურსანტის თავისუფალი არჩევანი

პროექტის მენტორი, სტეფანე მღებრიშვილი, დღევანდელ კონცერტზე, მაყურებელს მრავალფეროვან სანახაობას პირდება.

- დღევანდელ ლაივზე მაყურებელს მაღალ ხარისხს, კარგ მუსიკას, გართობას და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას ვპირდები. რთული კატეგორია მაქვს და ნამდვილად არ ველოდი ფინალამდე თუ მოვიდოდი ჩემი გუნდით, მაგრამ იმედი არასოდეს გამიკარგავს და როგორც ხედავთ ფინალშიც მოვხვდი. წლევანდელი "იქს ფაქტორი" განსხვავებული იყო, რადგან დატვირთული გახლდათ ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.

მენტორ სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრი, სანდრო კურცხალიძე პროექტის სმს-ლიდერი სამჯერ გახდა, შესაბამისად ფინალში, სადაც მაყურებელი აკეთებს არჩევანს, გამარჯვების დიდი შანსი სანდროს აქვს.

- ვემზადები დღევანდელი ფინალისთვის, ახლაც რეპეტიციას გავდივარ. ვნახოთ რა მოხდება. სხვა კონკურსანტებთან შედარებით, რა უპირატესობა მაქვს არ ვიცი, მაგრამ ჩემი პლიუსი ის არის, რომ მე მიყვარს შრომა და შრომა ყოველთვის უფასდება ადამიანს.

პროექტის ყველაზე პატარა წევრი გრიგოლ ყიფშიძე ყველა ასაკის ადამიანში პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ისინი საკუთარ მხარდაჭერას სატელეფონო ზარებით ნაკლებად გამოხატავენ, რის გამოც, გასულ ლაივზე პატარა გრიგოლი აუტსაიდერებში მოხვდა.

- "ვნერვიულობ, ფინალია და არავინ იცის რა მოხდება. დღეს ყველაფერი მაყურებლის ზარებზე არის დამოკიდებული და იმედი მაქვს დამირეკავენ" - გვითხრა გრიგოლმა.

იაქტიურეთ, დღეს თქვენ წყვეტთ ვინ გახდება "X ფაქტორი" 2017!

  • სანდრო კურცხალიძე - 0 903 300 304
  • Mix2ra - 0 903 300 305
  • გრიგოლ ყიფშიძე - 0 903 300 308

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება